rss
email
twitter
facebook

Friday, November 19, 2010

just!

ძირს რაღაც ორი თეთრი წერტილი მოჩანს, ამოჭმული აქვს იატაკის ორი მრგვალი კუნჭული...ერთი უფრო დიდია მეორეზე და მტკივნეულად ამბიციური... მეორე კიდევ პატარა და პერცეფციული ჯაჭვის გამგრძელებელი...ზუსტად ვერ ვიხსენებ, როდის დაცვივდნენ, ბუნდოვანი სიზმარივით მიმეწება ნეირონზე!
ზამთარია უკვე,თითქმის, არაოფიციალურად და ცივა...რაღაცნაირია ზამთარი, მე არ მიყვარს, მაგრამ რაღაცეებს კონსერვირებას უკეთებს და ეგ მომწონს...ჰაერიც კონსერვირებულია ნაკლები სიმწვანისგან და მომწონს, ხანდახან მომწონს...უსხეულო ლოლუასავითააა ყველაფერი,რომელიც ანელებს ემოციურ დინამიკას და აციებს ინტერაქტიულობას...ნაჭუჭი სქელდება ბუნებრივი პროცესებისგან და არც ისეთი რეალურია ფერები...ხანდახან მაღიზიანებს გატიტვლებული და გაპარჭყული ხეები!

Thursday, November 4, 2010

Way out of here!



nothing, just deep forest of nutrition around...
claiming to thorough digestion...
last train pulls into the station...
no one gets off
and no one gets on...
I am tired...
It guides in the shadows of night...
thoughts dancing in the air and flying above the skull, smiling on the primitive human opinions...never stable over my mind, flowing deep inside the veins of consciousness, all signs after living has gone!
compensation of deadwood in green one striving to be dead again, mental menstrual cleansing over life struggles, full again of dead micro elements, the womb full of dead hatred trying to come out, staring on the blue devils and not even ignoratnt of the fact!

don't hate me I am not special like you, don't fight me I know you never care!

Thank you for blessing hatred in me...



every piece of music inspires with specific emotion and that is the main function and at the same time ordeal...let there be ordeals to come over through music like PT!


I say nothing ever happens, if you don't make it happen!

Wednesday, October 27, 2010

illuminator





დაღლილი, მოფათერაკე თვალის ფერი, სულიერი გარდატეხები და თითქოს ზემოდან შეხიზნული წამწამები...ხელს უშლიან თამამად გაახილოს თვალი, შემომხედოს, თითქოს ღიაა მაგრამ მე ვერ მხედავენ, ვერ აღმიქვამენ... უკვე სიცივეა, მოკლეს ვერ იცვამ, მალე გადის დრო ხო არა?... წინ ისევ მწვანე ფერი გიელავს, ამოკაწრულია მეხსიერებაში, ტკივილებით გასავათებული მწვანე ფერი...კიდევ უფრო სიცივეა, უკვე შორსაა მწვანე, მერე მოდის, უფრო სწორად მოირბენს და მირბის! ძალიან ცუდად დარბის, შეუმჩნევლად, მოვა – მე ისევ შენი ვარ, აქ ვარ!

თავიდანვე უცნაური სუნი იდგა ოთახში, უსუფთაო, მტვრის სუნი, ძველი ისტორიების და ემოციების სუნი, სიშორე გაჩნდა...აქ უნდა დამთავრებულიყო ალბათ, თუმცა ისევ გაურკვეველი სუბსტანციის იგნორირება ჩამერთო, არ უნდა მექნა ასე ალბათ, ისევ ალბათ, I'll never know!
შორიდან საუბარი უკეთესად გამოდის, კი ნამდვილად, ახლოს არ მიშვებს, ან ვერ მიშვებს! უცნაურად დისტანციურია, ახლოსაა მარა არც ისე...სუნი მეცემა, ილუზიის სუნი აქვს!არ არის აქ, ალბათ არც მე ვარ აქ.

ტკივილიანი სითბო აქვს, მეც მტკენს, არა არ უნდა დამეიგნორა! ვმუნჯდები, მგონია ისედაც ესმის ჩემი, ესმის კი?! მარა ისე მაინც ვესაუბრები, გაუთავებლად ვლაპარაკობ, გადავდივარ ერთიდან მეორეზე, მეორედან მესამეზე, მესამედან მეოთხეზე...ვუწევ თითქოს ხმას, მინდა კარგად შეიგრძნონ მისმა ნეირონებმა, კარგად დაიმპულსდეს ტვინში, დარჩეს...

ისევ იქაა, სადღაც შორს...

Saturday, July 24, 2010

hammok



მწვანე...მუქი მწვანე...წვრილი თოკებია..ერთმანეთზე თანმიმდევრულად გადაბმული...ნასკვები დახვეწილი...250 კილოგრამს უძლებსო, ამბობენ და ჩისტა ამერიკულიაო...თამამად შეიძლება გაქანდე და გამოქანდე, მხოლოდ შესაფერისი ადგილი უნდა უპოვო...ორ კაცსაც უძლებს, ცოტა ვიწროა, თუმცა კომპაქტური, ვინც ჩაჯდება ყველას აკომპაქტურებს:))), სატარებლადაც ადვილი...მიხარია, რომ მე შემხვდა ბოლო დარჩენილი მთელს საჰამაკეში:))) გუშინ ჩინებულად დაიტესტა, ვერაფერს ვიტყვი, გადასარევია, მისიას შეასრულებს და არ მიმტყუნებს კრიტიკულ მომენტებში :))) უკვე ჩემეულია და რაღაც პონტში მიყვარს, უფრო სწორად ჩვენია და გვიყვარს :))) 

რა პატარა ჩანთა აქვს, რომ ნახოთ ასი წელი არ იფიქრებთ, რომ ჰამაკის ჩანთუშკაა :))) I'm lovin it!

Saturday, May 29, 2010

საინტერესო სტატისტიკა!


აბსოლიტურად შემთხვევით წავაწყდი შემდეგი სახის სტატისტიკას Pew Global-ზე, რომელსაც ტრადიციულად ამ მიზნით ვიყენებ ხოლმე. ვფიქრობ, უკუსაგდები საკითხი ნამდვილად არ უნდა იყოს იქედან გამომდინარე, რომ ზოგადად ჩემთვის საძულველ სტერეოტიპებს ანგრევს გარკვეულწილად. გამოკითხვა ჩატარდა 2007–ში და გამოქვეყნდა 2008–ში, არც ისე ახალია, მაგრამ არც ისე ძველი გამოკითხვის მასშტაბებიდან გამომდინარე.

Sunday, May 23, 2010

მათ დემოკრატია ჩამოაცვეს თავზე?! o_O


"ამერიკის მთელ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დღესდღეობით არ მოიძებნება წარმომადგენლობითი ფიგურა, რომელიც შეერთებული შტატებისათვის მსოფლიოს ერთადერთი სამხედრო ზესახელმწიფოს მდგომარეობის მარადიულობის წინააღმდეგი იქნებოდა." 
ენდრიუ ბეცევიჩი

ჩალმერს ჯონსონი, რომელიც 1973 წლამდე ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მუშაკი იყო, თავის წიგნში "The Sorrows of Empire. Militarism, Secrecy, and the End of the Republic" საუბრობს შეერთებული შტატების იმპერიალისტურ ხასიათზე და მოჰყავს მაგალითები უახლოესი წარსულიდან, რამაც ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა და მას თანამედროვე მსოფლიოს იმპერია უწოდა დემოკრატიის პრინციპებზე აღმოცენებული, რომელიც უკვე ღია სკეპტიციზმს იმსახურებს ექსპერტების მხრიდან მის მიერ განხორციელებული პოლიტიკის გამო ახლოაღმოსავლეთსა და  ლათინური ამერიკის ქვეყნებში. 
მისი მთავარი ქონსერნი აღნიშნულ ნაშრომში არის პრეზიდენტის უფლებამოვალეობების გაზრდის ტენდენცია და სამხედრო პირების მიერ საკუთარი კომპეტენციების გადაჭარბების მცდელობა, რასაც არაერთხელ ჰქონია ადგილი ერაყის და ავღანეთის ომებში. მაქს ვებერის ცნობილი გამოთქმა იმპერიების შესახებ, რომლის მიხედვითაც "ჩინოვნიკობის უმთავრეს ძალაუფლების ბერკეტს წარმოადგენს სამსახურეობრივი ცოდნის ე.წ. "Dienstwissen" გადაქცევა საიდუმლო ცოდნად ე.წ. "Geheimwissen" ტერმინის – სამსახურეობრივი საიდუმლოება "Dienstgeheimnis" მეშვეობით, საბოლოო ჯამში არის ბერკეტი, კონტროლისაგან მმართველობის დასაფარად. ცნება სამსახურეობრივი საიდუმლოება არის ბიუროკრატიის სპეციფიური ქმნილება, და არაფერი იცავს ბიუროკრატიას იმაზე უფრო შემართებით, ვიდრე ამგვარი პოზიცია. წმინდა ძალაუფლებრივი ინსტინქტიდან გამომდინარე, ბიუროკრატია შეებრძოლება პარლამენტის ნებისმიერ მცდელობას, საპარლამენტო ექსპერტებისა ან ინტერესთა ჯგუფის საშუალებით მოიპოვოს ეს ცოდნა. ბიუროკრატია ამ ბუნებრივი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე მიესალმება ცუდად ინფორმირებულ, და ამრიგად, უძალო პარლამენტს– ყოველ შემთხვევაში, სანამ ეს არ ცოდნა ბიუროკრატიის ინტერესებს ემთხვევა". 
სწორედ მაქს ვებერის მიერ გამოთქმული აზრი ეთანხმება ჯონსონის მიერ დანახულ პრობლემატიკას, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში და არამარტო (ვიეტნამი, კორეა, პანამა და სხვ.) ახლოაღმოსავლეთში ცდილობს გარკვეული საომარი ინფორმაციების დაბლოკვას ომის ქვეყნებიდან და ამ გზით საკუთარი მოსახლეობის ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევას. ამ ტენდენციას ბევრი მაგალითი ამტკიცებს, რომელთაგან კუნძულ ოკინავაზე განხორციელებული გაუპატიურების ბარბაროსული ინციდენტი ასახავს, რომლის დამალვასაც ცდილობდნენ ამერიკელი მაღალჩინოსანი სამხედროები და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები 1996 წ. 
ჯონსონის ნაშრომში ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო იმ იურიდიული ხელშეკრულებების არსი (SOFA= Status of Forces Agreement), რომლის თანახმადაც მას კონფლიქტის ზონებში ეძლევა უფლება საკუთარი შეიარაღებული ძალების განთავსების. ამ ხელშეკრულების საფუძველზე პირი–უცხოელი, რომელიც დანაშაულში არის ბრალდებული, თავისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას უნდა გადაეცეს, თუმცა რეალურად სურათი სრულიად სხვაგვარია. SOFA-ს ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ ხელშეკრულების უმრავლესობა იმგვარადაა შედგენილი, რომ ადგილობრივი სასამართლოების იურისდიქცია ამერიკელ სამხედროებზე არ ვრცელდება; ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამას თავად ამერიკული სამხედრო უწყებები მისცემენ ნებას. ყველაზე მარაზმული ფაქტი კი აქ ის არის, რომ ამერიკელი სამხედროები არ ექვემდებარებიან საპასპორტო–საკონტროლო პროცედურებს და მათ უმრავლესობას, რომლებიც მკვლელობაში და მასიურ გაუპატიურებებში არიან მხილებულნი, ადვილად შეუძლია ქვეყნის საზღვრების დატოვება ყოველგვარი პასუხისგებაში მიცემის გარეშე.  
აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ აშშ–ის ზღვისიქითა საჯარისო შენაერთები არ ექვემდებარებიან საგარეო საქმეთა დეპარტამენტს, არამედ ცენტრალურ დაზვერვას და სხვა საიდუმლო სახელმწიფო სადაზვერვო ორგანიზაციებს.
ჯონსონი ასევე ყურადღებას ამახვილებს შეერთებული შტატების იმპერიალიზმის ორგვარ ხასიათზე.  ამათგან პირველი მილიტარისტული იმპერიალიზმია, რომელიც ძირითადად რესპუბლიკური მთავრობისთვისაც არის დამახასიათებელი და რომელსაც ასევე "ნეოკონსერვატორული" იმპერიალიზმის სახელითაც მოიხსენიებენ მას–მედიაში. მეორე ტიპის იმპერიალიზმს კი იგი ჰუმანიტარულ იმპერიალიზმს უწოდებს, რომელიც დემოკრატი ხელისუფლებისათვის არის დამახასიათებელი და ხშირად "ლიბერალური იმპერიალიზმითაც" მოიხსენიება.  ლიბერალი იმპერიალისტების იდეალიზმი გამოიხატება იდეაში, რომლის თანახმადაც "მსოფლიო დემოკრატიისთვის უფრო უსაფრთხო უნდა გახდეს". (გაიხსენეთ უილსონისეული თოთხმეტი პუნქტი).
ჯონსონის კრიტიკის კიდევ ერთი არგუმენტი ის არის, რომ შეერთებული შტატები ერთადერთი გავლენიანი ქვეყანაა სხვა გავლენიან ქვეყნებს შორის, რომელიც არ ემორჩილება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს. აშშ–ის სუფრიმ ქორთ არც გუანტანამოს პრობლემის დროს იღებდა ყურად ამ სასამართლოს პრეტენზიებს და არც ქვეყნის შიდა კრიმინალურ საკითხებს უთანხმებდა უკვე ფედერალურ დონეზე. 
"ამერიკა არ არის ჩვეულებრივი საერთაშორისო მოქალაქე. იგი წარმოადგენს მსოფლიოს ისეთ დომინანტურ ძალას, რომლის დარიც რომის იმპერიის შემდეგ არ გამოჩენილა. აქედან გამომდინარე, აშშ–ს ძალუძს ნორმების თავიდან დეფინირება, მოლოდინების შეცვლა და ახალი რეალიების დამკვიდრება. როგორ? – საკუთარი ნების შემტევი და შეურიგებელი დემონსტრირების გზით". 
ჩვენ არ გვინდა ახალი რომი, ჩვენ არ გვინდა საბჭოთა კავშირი და არც სხვა რომელიმე მსოფლიო ჰეგემონი! და არც ის გვინდა რომ ამას პატრიოტიზმით აღვსილი რომელიმე ამერიკის მოქალაქე აცხადებდეს! 
მე არ მინდა მჯეროდეს, რომ მსოფლიოს მართლაც ჩამოაცვეს დემოკრატია თავზე. 
P.S. ყოველშემთხვევაში I don't hope so and u don't hope so probably. :))))