rss
email
twitter
facebook

Saturday, May 29, 2010

საინტერესო სტატისტიკა!


აბსოლიტურად შემთხვევით წავაწყდი შემდეგი სახის სტატისტიკას Pew Global-ზე, რომელსაც ტრადიციულად ამ მიზნით ვიყენებ ხოლმე. ვფიქრობ, უკუსაგდები საკითხი ნამდვილად არ უნდა იყოს იქედან გამომდინარე, რომ ზოგადად ჩემთვის საძულველ სტერეოტიპებს ანგრევს გარკვეულწილად. გამოკითხვა ჩატარდა 2007–ში და გამოქვეყნდა 2008–ში, არც ისე ახალია, მაგრამ არც ისე ძველი გამოკითხვის მასშტაბებიდან გამომდინარე.

Sunday, May 23, 2010

მათ დემოკრატია ჩამოაცვეს თავზე?! o_O


"ამერიკის მთელ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დღესდღეობით არ მოიძებნება წარმომადგენლობითი ფიგურა, რომელიც შეერთებული შტატებისათვის მსოფლიოს ერთადერთი სამხედრო ზესახელმწიფოს მდგომარეობის მარადიულობის წინააღმდეგი იქნებოდა." 
ენდრიუ ბეცევიჩი

ჩალმერს ჯონსონი, რომელიც 1973 წლამდე ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მუშაკი იყო, თავის წიგნში "The Sorrows of Empire. Militarism, Secrecy, and the End of the Republic" საუბრობს შეერთებული შტატების იმპერიალისტურ ხასიათზე და მოჰყავს მაგალითები უახლოესი წარსულიდან, რამაც ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა და მას თანამედროვე მსოფლიოს იმპერია უწოდა დემოკრატიის პრინციპებზე აღმოცენებული, რომელიც უკვე ღია სკეპტიციზმს იმსახურებს ექსპერტების მხრიდან მის მიერ განხორციელებული პოლიტიკის გამო ახლოაღმოსავლეთსა და  ლათინური ამერიკის ქვეყნებში. 
მისი მთავარი ქონსერნი აღნიშნულ ნაშრომში არის პრეზიდენტის უფლებამოვალეობების გაზრდის ტენდენცია და სამხედრო პირების მიერ საკუთარი კომპეტენციების გადაჭარბების მცდელობა, რასაც არაერთხელ ჰქონია ადგილი ერაყის და ავღანეთის ომებში. მაქს ვებერის ცნობილი გამოთქმა იმპერიების შესახებ, რომლის მიხედვითაც "ჩინოვნიკობის უმთავრეს ძალაუფლების ბერკეტს წარმოადგენს სამსახურეობრივი ცოდნის ე.წ. "Dienstwissen" გადაქცევა საიდუმლო ცოდნად ე.წ. "Geheimwissen" ტერმინის – სამსახურეობრივი საიდუმლოება "Dienstgeheimnis" მეშვეობით, საბოლოო ჯამში არის ბერკეტი, კონტროლისაგან მმართველობის დასაფარად. ცნება სამსახურეობრივი საიდუმლოება არის ბიუროკრატიის სპეციფიური ქმნილება, და არაფერი იცავს ბიუროკრატიას იმაზე უფრო შემართებით, ვიდრე ამგვარი პოზიცია. წმინდა ძალაუფლებრივი ინსტინქტიდან გამომდინარე, ბიუროკრატია შეებრძოლება პარლამენტის ნებისმიერ მცდელობას, საპარლამენტო ექსპერტებისა ან ინტერესთა ჯგუფის საშუალებით მოიპოვოს ეს ცოდნა. ბიუროკრატია ამ ბუნებრივი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე მიესალმება ცუდად ინფორმირებულ, და ამრიგად, უძალო პარლამენტს– ყოველ შემთხვევაში, სანამ ეს არ ცოდნა ბიუროკრატიის ინტერესებს ემთხვევა". 
სწორედ მაქს ვებერის მიერ გამოთქმული აზრი ეთანხმება ჯონსონის მიერ დანახულ პრობლემატიკას, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში და არამარტო (ვიეტნამი, კორეა, პანამა და სხვ.) ახლოაღმოსავლეთში ცდილობს გარკვეული საომარი ინფორმაციების დაბლოკვას ომის ქვეყნებიდან და ამ გზით საკუთარი მოსახლეობის ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევას. ამ ტენდენციას ბევრი მაგალითი ამტკიცებს, რომელთაგან კუნძულ ოკინავაზე განხორციელებული გაუპატიურების ბარბაროსული ინციდენტი ასახავს, რომლის დამალვასაც ცდილობდნენ ამერიკელი მაღალჩინოსანი სამხედროები და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები 1996 წ. 
ჯონსონის ნაშრომში ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო იმ იურიდიული ხელშეკრულებების არსი (SOFA= Status of Forces Agreement), რომლის თანახმადაც მას კონფლიქტის ზონებში ეძლევა უფლება საკუთარი შეიარაღებული ძალების განთავსების. ამ ხელშეკრულების საფუძველზე პირი–უცხოელი, რომელიც დანაშაულში არის ბრალდებული, თავისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას უნდა გადაეცეს, თუმცა რეალურად სურათი სრულიად სხვაგვარია. SOFA-ს ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ ხელშეკრულების უმრავლესობა იმგვარადაა შედგენილი, რომ ადგილობრივი სასამართლოების იურისდიქცია ამერიკელ სამხედროებზე არ ვრცელდება; ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამას თავად ამერიკული სამხედრო უწყებები მისცემენ ნებას. ყველაზე მარაზმული ფაქტი კი აქ ის არის, რომ ამერიკელი სამხედროები არ ექვემდებარებიან საპასპორტო–საკონტროლო პროცედურებს და მათ უმრავლესობას, რომლებიც მკვლელობაში და მასიურ გაუპატიურებებში არიან მხილებულნი, ადვილად შეუძლია ქვეყნის საზღვრების დატოვება ყოველგვარი პასუხისგებაში მიცემის გარეშე.  
აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ აშშ–ის ზღვისიქითა საჯარისო შენაერთები არ ექვემდებარებიან საგარეო საქმეთა დეპარტამენტს, არამედ ცენტრალურ დაზვერვას და სხვა საიდუმლო სახელმწიფო სადაზვერვო ორგანიზაციებს.
ჯონსონი ასევე ყურადღებას ამახვილებს შეერთებული შტატების იმპერიალიზმის ორგვარ ხასიათზე.  ამათგან პირველი მილიტარისტული იმპერიალიზმია, რომელიც ძირითადად რესპუბლიკური მთავრობისთვისაც არის დამახასიათებელი და რომელსაც ასევე "ნეოკონსერვატორული" იმპერიალიზმის სახელითაც მოიხსენიებენ მას–მედიაში. მეორე ტიპის იმპერიალიზმს კი იგი ჰუმანიტარულ იმპერიალიზმს უწოდებს, რომელიც დემოკრატი ხელისუფლებისათვის არის დამახასიათებელი და ხშირად "ლიბერალური იმპერიალიზმითაც" მოიხსენიება.  ლიბერალი იმპერიალისტების იდეალიზმი გამოიხატება იდეაში, რომლის თანახმადაც "მსოფლიო დემოკრატიისთვის უფრო უსაფრთხო უნდა გახდეს". (გაიხსენეთ უილსონისეული თოთხმეტი პუნქტი).
ჯონსონის კრიტიკის კიდევ ერთი არგუმენტი ის არის, რომ შეერთებული შტატები ერთადერთი გავლენიანი ქვეყანაა სხვა გავლენიან ქვეყნებს შორის, რომელიც არ ემორჩილება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს. აშშ–ის სუფრიმ ქორთ არც გუანტანამოს პრობლემის დროს იღებდა ყურად ამ სასამართლოს პრეტენზიებს და არც ქვეყნის შიდა კრიმინალურ საკითხებს უთანხმებდა უკვე ფედერალურ დონეზე. 
"ამერიკა არ არის ჩვეულებრივი საერთაშორისო მოქალაქე. იგი წარმოადგენს მსოფლიოს ისეთ დომინანტურ ძალას, რომლის დარიც რომის იმპერიის შემდეგ არ გამოჩენილა. აქედან გამომდინარე, აშშ–ს ძალუძს ნორმების თავიდან დეფინირება, მოლოდინების შეცვლა და ახალი რეალიების დამკვიდრება. როგორ? – საკუთარი ნების შემტევი და შეურიგებელი დემონსტრირების გზით". 
ჩვენ არ გვინდა ახალი რომი, ჩვენ არ გვინდა საბჭოთა კავშირი და არც სხვა რომელიმე მსოფლიო ჰეგემონი! და არც ის გვინდა რომ ამას პატრიოტიზმით აღვსილი რომელიმე ამერიკის მოქალაქე აცხადებდეს! 
მე არ მინდა მჯეროდეს, რომ მსოფლიოს მართლაც ჩამოაცვეს დემოკრატია თავზე. 
P.S. ყოველშემთხვევაში I don't hope so and u don't hope so probably. :))))

Friday, May 21, 2010

job!



რაღაც არაფერი დამიწერია სამსახურის შესახებ ჩემს ბლოგზე. არადა რამდენი რამ არის აქ სახალისო თქვენ ვერ წარმოიდგენთ. პირველ რიგში მინდა შევეხო ჩემს უაზრო ჩვევას, რომლის მიხედვითაც ყოველთვის ვაგვიანებ 10 წუთი მაინც, სანამ ოფისში მივალ. არ იფიქროთ, რომ დილით ადრე ვერ ვიღვიძებ ან რამე ეგეთი. პირიქით, გაცილებით ადრე მეღვიძება ვიდრე სახლიდან უნდა გავიდე, თუმცა ტრადიციასავით ჩამომიყალიბდა სამსახურში 10 წუთით დაგვიანება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი სამუშაო დღე არაკომფორტულად ვგრძნობ თავს.:)))) 

ოფისს ყოველთვის ჩემი თანამშრომელი აღებს_ თეო :))) მასზე ჩვენი ბიჭები ამბობენ– გაგიჟებულიაო))), ნუ ამ სიტყვით მათ სამეტყველო ლექსიკაში მოიაზრებიან ის ადამიანები, რომლებიც რაღაც ნამერენიებით მათ სისტემაში ვერ ჯდება. :))) ხშირად იმასაც გვეუბნებიან, თქვენ მანამდეც ხო არ იცნობდით ერთმანეთსო, ალბათ იმიტომ რომ ერთად კარგად ვმუშაობთ და რაღაც რაღაცეებზე მსგავსი შეხედულებები გვაქვს :))) გარდა ამისა, ურჯულო და ურწმუნოებსაც გვეძახიან, ესეც ალბათ იმიტომ, რომ დადგენილ უქმე დღეებში არ ვკადრულობთ დასვენებას. 

ყველაზე მძაფრი მომენტები განსაკუთრებით უკავშირდება თინის (ჩვენი ბუჰღალტერი:)) და ზაზას (დირეხტორი) გამუდმებულ კამათს ამა თუ იმ ბუღალტრულ საკითხზე, რისი მიზეზიც ჩვენი მეტად "სკრუპულოზულად" და "საყვარლად" შედგენილი საგადასახადო კოდექსია :))) ამას წინათ, გაცხარებული თინიკო მეკითხება, ნეტა ზაზა სადაურიაო, რომ მასთან საუბარს ვერ ვაწყობო. ნუ მეც არ დავზარდი და ვახარე, გურულია მეთქი:)))ჰოდა, რა გინდა ბატონო პრობლემა ბუღალტერიაში კი არ არის, ტემპერამენტთა შეჯახებასთან გვაქვს საქმეო(თინიკო ცნობისთვის მეგრელია:)))

ყველაზე დამახასიათებელი რამ, რაც ჩემს სამსახურს სხვებისგან გამოარჩევს, მისი საშინლად არაორგანიზებული ხასიათია. ვინ რას აკეთებს, კაცი ვერ გაიგებს. გარდა ამისა, ხშირია ერთმანეთთა კომპეტენციებში უხეშად შეჭრა და ამით საკუთარი ამბიციურობის დაკმაყოფილება :))) და კიდევ ერთი რამ, რაც მისი უნიკალურობის მაჩვენებელია, არის ის გარემოება, რომ ვოლენ ნი ვოლენ უნდა ერკვეოდე ბუღალტერიაში. იმდენი მოახერხა შეფობამ, რომ ამაში იმპორტის მენეჯერის ჩართვაც კი შეძლო და თავი ნამდვილად ჩვენი სთაFის წევრად აგრძნობინა:)).

მოკლედ ბევრს აღარ გავარძელებ და მერე კიდევ გავამდიდრებ ბლოგს სამსახურეობრივი მარგალიტებით :))) ნამდვილად ძალიან ბევრია :)))

Monday, May 17, 2010

ბომჟებო აღზევდით! :))))

 ჰიპერ ბომჟური და ყველაზე არარუსული სოუნდი ნაგლურად ქანთრის სტილში შეტენილი :ჯუმპ: 

დატკბით ბომჟთა მესვეურნო :))))))

უზორები...


რატომ უყვართ ადამიანებს წვიმა, მათ ვისაც უყვარს და არა სძულს. მიწის სუნი, სისუფთავის შეგრძნება, აღელვებული დედამიწის დამშვიდების ასოციაცია თუ დაუძლეველი უსაქმურობის განცდა, რის გამოც ვერაფრის გაკეთებას ვერ ახერხებ და ამაზე დიდად არც ნერვიულობ. თუ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები თქვენთვის წვიმის სიყვარულს შთაგაგონებთ, გასასამართლებელი საბუთიც გექნებათ იმისათვის, რომ ბეზკანეჩნა იბეზდელნიკოთ. :))))

_წამო გარეთ წვიმს!

_დიდი ამბავი, მერე რა წვიმდეს, ა მნე პო ...

_უმსგავსო, არაფრის აზრზე არა ხარ.

_უსაქმურო!

_წამო გარეთ, დავსველდეთ! თმები გაგეზრდება :)))

_შემეშვი, საქმე მაქვს და უნდა დავამთვარო. არ ვარ ტალახში ხეტიალის ხასიათზე.

_შენ არც ისე ხეტიალობ პო ბალშომუ, თუ სიმართლე გინდა.

_მარტო წადი.

_კაეც.

"ტალახის შეეშინდა. არადა სასარგებლოა წვიმა ფილტვებისთვის, ამდენს როგორ ვერ ტვინავს ეს ჩემისა"_ჯესი ადგა და მარტო წავიდა. რატომ უყვარდა უზომოდ წვიმა თვითონაც ვერ ხვდებოდა, უბრალოდ მიდიოდა ხოლმე. ავტომატურად ემზადებოდა რიტუალად გადაქცეული ხეტიალისთვის ყოველი გაწვიმებისას, თან თავში ურტყამდა "It's my time, it's my time of hanging around, hanging around". ყოველთვის უნდოდა ამ სათაურით თავისი სიმღერა დაეწერა, ან სხვას დაეწერა მისთვის. "რატომ არ უყვართ წვიმა, მერე რა რომ სველდები?!"_მანიაკალური შეკითხვა და ხელში საყვარელი ჟაკეტი, რომლის ჭერის დროსაც უჩნდებოდა ეს კითხვა მხოლოდ.

ბავშვობაში ძალიან უყვარდა გუბურებიდან წყლის დალევა, წვიმის წყალი უფრო გემრიელიაო, ამბობდა. ბევრჯერაც მოხვედრია, გუბურებიდან წყალს როცა ეწაფებოდა :)))ბევრჯერ ცხვირიც დაურტყავს და გუბურაშიც ჩავარდნილა გაფითქინებული თეთრი მაისურით, როცა სკოლაში მიეშურებოდა. "ნეტა გამაგებინა ამ ჩემს შვილს რა უღმერთობა სჭირს"_თვალებიდან სიმწრის ნაპერწკლებს ისროდა დედამისი და მორიგ გალუმპულ მაისურს წურავდა პარაშოკიან წყალში. ჯესს არ ესმოდა, რატომ უშლიდნენ გუბურიდან წყლის დალევას, ეს ხომ საშინლად გემრიელი იყო მისთვის. არც ის ესმოდა, რატომ სხვებიც არ სვამდნენ და ბრაზდებოდა საკუთარ თავზე, რომ ასე ძალიან ეგემრიელებოდა გუბურები :)))))

საი არასდროს არ დაჰყვებოდა წვიმაში. სამჯერ თუ წაჰყოლია, სხვა დროს ვერ "მოიცალა". თუმცა სამივეჯერ ის მასთან არ ყოფილა და მისი იქ ყოფნა მხოლოდ სულის გამაწვრილებელი წუწუნით შემოიფარგლებოდა, რითაც ჯესს ტვინის ყოველ ხვეულს დაუნდობლად უსწორებდა. :))) "ჯობდა არ წამოსულიყავი, შენ ამით წვიმას შეურაცყოფ."_სევდანარევი მშვიდი ხმით ეტყოდა საის, ეს უკანასკნელი კი ირონიულად ჩაიღიმებდა, რომლის დროსაც რუსული უზორით შეკრული ბანწიკების მსგავსი ნაოჭები უჩნდებოდა თვალის კუთხეებში. ამ რუსულ უზორს ბევრჯერ განუმუხტავს მსგავსი სიტუაცია ჯესთან, რითაც ბოროტად სარგებლობდა საი და ოსტატურად არ აძლევდა მას განაწყენების საშუალებას.

ჯესს უზომოდ უყვარდა რუსული უზორები :))))

 

Sunday, May 2, 2010

ზე–ნთხევინება!


რამდენი დღე გავიდა, რაც ბლოგისთვის ვერ მოვიცალე და არც წერის განწყობაზე ვიყავი მაინცდამაინც. წერას პრობლემის შექმნა უნდაო, ნათქვამია და ალბათ მე პრობლემა არ გამაჩნდა იმისათვის, რომ რაიმე დამეწერა. ამიტომაც მივივიწყესავით, თუმცა სინამდვილეში ხომ ვიცი, რომ პრობლემების გამოლევა არ ხერხდება.

საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო ესეც გამიგია, და ისეთიც ბევრი მინახავს, თავდასხმის საშუალებით საკუთარი სიმრუდეები, რომ უნდა დაფაროს. გარდა ამისა, ამგვარი ჰომოჰომინები (ჰომოსაპიენსებს მაგათ ვეღარ ვუწოდებ მრავალ მიზეზთა გამო) არც უსირცხვილო ბრალდებებს ერიდებიან, რათა ბრალდებების ობიექტები ინერტულები გახადონ მათ მიერ ჩადენილი უსირცხვილობების მიმართ. არ ერიდებიან ისეთ ხერხებს, როგორიც არის ადამიანის იმაში გასვრა, რომელიც ყველაზე მეტად სძულს და გულს ურევს ამ ადამიანს; არ ერიდებიან არც იმას, რომ თავის დანაშაულის მონაწილე გახადონ და მიაწერონ იგივე, რაც საკუთარი მოტივაციის გამართლებად მიაჩნიათ. 

ყველაზე გულის ამრევი ამ ადამიანთა ქცევაში არის ის, რომ ესენი არც ზეციურ ძალებს ერიდებიან და ცდილობენ თავიანთი ქცევის დეტერმინაცია ამ გზით მოახდინონ...ყველაფერში ხედავენ ყურით მოთრეულ ნიშნებს, სწამთ ბედისწერის, წინა ცხოვრების შეცდომების და ამით დღევანდელ ცხოვრებას ირთულებენ. არ შეუძლიათ უბრალოდ დატკბნენ ცხოვრებით და მიიღონ ის რასაც მათ ცხოვრება სთავაზობს. ასეთი ადამიანები კარგად ირგებენ ვსეზნაიკას როლს და ცდილობენ სხვისი ქცევები თავიანთი ნამერკებით ახსნან და იმის იქით ნაკლებად გაიხედონ ობიექტური სინამდვილის დასანახად.

წავედი ეხლა, ზედმეტად მერწყევინება და მენთხევინება...

შეგრძნება: შური მოთამაშე ხალხის მიმართ!