თავიდანვე უცნაური სუნი იდგა ოთახში, უსუფთაო, მტვრის სუნი, ძველი ისტორიების და ემოციების სუნი, სიშორე გაჩნდა...აქ უნდა დამთავრებულიყო ალბათ, თუმცა ისევ გაურკვეველი სუბსტანციის იგნორირება ჩამერთო, არ უნდა მექნა ასე ალბათ, ისევ ალბათ, I'll never know!
შორიდან საუბარი უკეთესად გამოდის, კი ნამდვილად, ახლოს არ მიშვებს, ან ვერ მიშვებს! უცნაურად დისტანციურია, ახლოსაა მარა არც ისე...სუნი მეცემა, ილუზიის სუნი აქვს!არ არის აქ, ალბათ არც მე ვარ აქ.
ტკივილიანი სითბო აქვს, მეც მტკენს, არა არ უნდა დამეიგნორა! ვმუნჯდები, მგონია ისედაც ესმის ჩემი, ესმის კი?! მარა ისე მაინც ვესაუბრები, გაუთავებლად ვლაპარაკობ, გადავდივარ ერთიდან მეორეზე, მეორედან მესამეზე, მესამედან მეოთხეზე...ვუწევ თითქოს ხმას, მინდა კარგად შეიგრძნონ მისმა ნეირონებმა, კარგად დაიმპულსდეს ტვინში, დარჩეს...
ისევ იქაა, სადღაც შორს...
0 comments:
Post a Comment