rss
email
twitter
facebook

Friday, April 9, 2010

ტვინის მლესველთა ანტისპამი :)))


ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი გამოთქმას "აქ ორი აზრი არ არსებობს"...რატომ არ არსებობს, როცა მშვენივრადაც არსებობს და იარსებებს, შესაძლოა ჩვენგან აბსოლუტურად დამოუკიდებლადაც. ყველა რაღაცაზე კამათობს, რაღაცეებს გიმტკიცებს, გარწმუნებს ათას სისულელეში (ამ დროს გულის სიღრმეში რომ ჩაახედო, თავადაც არ სჯერა იმის, რასაც ამბობს). ამის შემდეგ რაღაცეებს იჯერებ, რაღაცეებს არ იჯერებ შემუშავებული ნამერკების მიხედვით, რომლებიც ისევე როგორც ყველაფერი, პირობითია ან უბრალოდ თავსმოხვეული ვინმე "ღვთისმოსავი" ადამიანის მიერ :)))

 ჩემი საუკეთესო მეგობარი ხშირად აჟღერებდა ჩემთან აზრს, რომ კაცობრიობა დაკომპლექტებულია ადამიანებისგან,რომლებიც ერთმანეთზე გავლენას ახდენენ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ. ნუ ამას გაცილებით უხეშ ფორმებში აცხადებდა, რისი გახმოვანების საშუალებასაც ჩემი შინაგანი ეთიკა არ მაძლევს ))), თუმცა უნდა ვთქვა, რომ რუსულ ენაზე ეს ყოველივე განსაკუთრებით დამარწმუნებლად მოსასმენია. (ისე ეს ტენდენციაც აღსანიშნავია,თუ რატომ ცდილობენ ქართველები, თავისი აზრის განსამტკიცებლად უცხო ენა მოიშველიონ, რაშიც მე განსაკუთრებით ვცოდავ ხოლმე:)))

მისი აზრით, სამყაროს ამ პრინციპით უნდა შეხედო და ბევრ რამეს გაცილებით სხვანაირად აღიქვამო.(რაც მისი ლოგიკით რომ ვიმსჯელოთ, იგივე ზემოქმედება იყო ჩემს მიმართ, რასაც იგი სხვებს აბრალებდა). მეც დავიწყე ამ ექსპერიმენტის განხორციელება გარკვეული პერიოდი და აღმოვაჩინე, რომ ადამიანები ძალიან გაერთნაირდნენ და ზომბებივით დაპროგრამირდნენ, რომელთა მთავარი მისია იყო, მეც ერთი მათგანი გავმხდარიყავი. ექსპერიმენტის შედეგი ის იყო, რომ კიდევ ერთხელ ჩავვარდი სტრესულ მდგომარეობაში, თუმცა პლიუსი ჰქონდა ის, რომ "აქ ნამდვილად ორი აზრი არ არსებობს" იმასთან დაკავშირებით, რომ ჭეშმარიტება ძალიან შორსაა მოკვდავებისგან, ძალიან ძალიან ძალიან შორს კეთილო ხალხო:)))))))

ესაა ჩემი საბოლოო კომენტარი :)))