rss
email
twitter
facebook

Wednesday, October 27, 2010

illuminator





დაღლილი, მოფათერაკე თვალის ფერი, სულიერი გარდატეხები და თითქოს ზემოდან შეხიზნული წამწამები...ხელს უშლიან თამამად გაახილოს თვალი, შემომხედოს, თითქოს ღიაა მაგრამ მე ვერ მხედავენ, ვერ აღმიქვამენ... უკვე სიცივეა, მოკლეს ვერ იცვამ, მალე გადის დრო ხო არა?... წინ ისევ მწვანე ფერი გიელავს, ამოკაწრულია მეხსიერებაში, ტკივილებით გასავათებული მწვანე ფერი...კიდევ უფრო სიცივეა, უკვე შორსაა მწვანე, მერე მოდის, უფრო სწორად მოირბენს და მირბის! ძალიან ცუდად დარბის, შეუმჩნევლად, მოვა – მე ისევ შენი ვარ, აქ ვარ!

თავიდანვე უცნაური სუნი იდგა ოთახში, უსუფთაო, მტვრის სუნი, ძველი ისტორიების და ემოციების სუნი, სიშორე გაჩნდა...აქ უნდა დამთავრებულიყო ალბათ, თუმცა ისევ გაურკვეველი სუბსტანციის იგნორირება ჩამერთო, არ უნდა მექნა ასე ალბათ, ისევ ალბათ, I'll never know!
შორიდან საუბარი უკეთესად გამოდის, კი ნამდვილად, ახლოს არ მიშვებს, ან ვერ მიშვებს! უცნაურად დისტანციურია, ახლოსაა მარა არც ისე...სუნი მეცემა, ილუზიის სუნი აქვს!არ არის აქ, ალბათ არც მე ვარ აქ.

ტკივილიანი სითბო აქვს, მეც მტკენს, არა არ უნდა დამეიგნორა! ვმუნჯდები, მგონია ისედაც ესმის ჩემი, ესმის კი?! მარა ისე მაინც ვესაუბრები, გაუთავებლად ვლაპარაკობ, გადავდივარ ერთიდან მეორეზე, მეორედან მესამეზე, მესამედან მეოთხეზე...ვუწევ თითქოს ხმას, მინდა კარგად შეიგრძნონ მისმა ნეირონებმა, კარგად დაიმპულსდეს ტვინში, დარჩეს...

ისევ იქაა, სადღაც შორს...