rss
email
twitter
facebook

Wednesday, December 30, 2009

kinda introduction

დავჯექი როგორც იქნა)))...დავჯექი და გადავწყვიტე ბოლოსდაბოლოს შემექმნა ჩემი საკუთარი ბლოგი,რომელიც დაიტვირთება ისეთი თემატიკით, რომელიც ჩემთვის საინტერესოა და სადაც არ იქნება ბევრი ბლა,ბლა,ბლა ჩემთვის "სულერთია" თემებზე.
მიზეზი იმისა თუ აქამდე რატომ არ ვიწუხებდი თავს ბლოგიზმით,მდგომარეობს იმაში,რომ დროის დეფიციტს განვიცდიდი მუდმივად და ახლაც,თუმცა ეხლა იმ განსხვავებით,რომ ბევრ საკითხზე ვფიქრობ და შედეგი არ ჩანს(პრაგმატიზმი გადაგვარჩენს).მანამდე მხოლოდ ჩემი პირადი დღიურით ვიფარგლებოდი და საკუთარი ე.წ. მუზის ე.წ. რეალიზაციას მხოლოდ ფურცლებზე ვახდენდი ))).ნუ ბუნებრივია პრობლემატიკაც და თემატიკაც დამიგროვდა ბოლო პერიოდის განმავლობაში,რის გადმონთხევასაც უკვე ბლოგის გვერდებზე გავაგრძელებ(იმედია სტაბილურად,რაც ნაკლებად მახასიათებს)))).
რაც შეეხება ჩემს კონრეტულ თემატიკას,აქ იქნება საუბარი ყველაფერზე რაც ჩემი ინტერესის სფეროში:რელიგია,პოლიტიკა,თანამედროვეობა,კულტურა,მუსიკა და რაც მთავარია მხატვრობა,ფანტასტიური სფერო რის ნაკლებობასაც ვხედავ ქართული ბლოგიზმის სივრცეში. და რაც ასევე მთავარია, აქ არ იქნება არავითარი სენტიმენტალური და გულისამაჩუყებელი პოსტები სიყვარულზე და ომზე,ამგვარ კონფორმიზმს მაინც გავექცევი,სხვას თუ ვერა(ისევ და ისევ მისი ბუნებიდან გამომდინარე)

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, welcome როგორც ჩემ თავს, ასევე blogspot-ის ძვირფას იუზერებს ჩემს corner-ში.

3 comments:

White Rabbit said...

hey
sheni comenti vnaxe chem blogze.
welcome.
gicnob?

Ectomorph said...

hey
unfortunately ara...
მომეწონა შენი პოსტები...
კაია რო გამომეხმაურე :))

Andre.Testigo said...

„აქ არ იქნება არავითარი სენტიმენტალური და გულისამაჩუყებელი პოსტები სიყვარულზე და ომზე,ამგვარ კონფორმიზმს მაინც გავექცევი,სხვას თუ ვერა(ისევ და ისევ მისი ბუნებიდან გამომდინარე)“
აი,ეს აზრი მომეწონა და ამიტომ გადავწყვიტე კომენტარის დაწერა. მართალი ხარ, „ჰომო საპიენსს“ ცოტა კიდევ უფრო მეტი „რაციო“ მოეთხოვება... გეთანხმები... მოკითხვა „ამერიკელ მამებს“ :)

Post a Comment