rss
email
twitter
facebook

Thursday, December 31, 2009

ახალი 2010 წელი!!!


ამაღამ შემოვა ახალი წელი ზუსტად 00:00 საათზე.შემოვა ვისთვის იმედიანად,ვისთვის უიმედოდ და ვისთვის კიდევ გულგრილად.
ტრადიციულად,ახალი წელი ადამიანებისთვის ასოცირდება ახალ შესაძლებლობებთან,ახალ ინიციატივებთან,ახალ სტილთან,ახალ ადამიანებთან და ა.შ.ვაცილებთ ძველ წელს და ყველაფერ ძველს ძველ წელთან ერთად ვტოვებთ(იდეაში მაინც).ახალი წელი ალბათ იმით არის მიმზიდველი,რომ სიმბოლურად იძლევა განვითარების და უკეთესად გახდომის შესაძლებლობას(თუმცა საკითხავია ამას გარშემომყოფები როგორ აღიქვამენ).ხშირად მომისმენია დაპირებები, რომ "მე ამას მომავალი წლიდან აღარ გავაკეთებ,ვიცხოვრებ სხვაგვარად და იგივე შეცდომებს აღარ გავიმეორებ",თუმცა ეს დაპირებები ხშირად დაპირებებადვე რჩება ხოლმე.მიუხედავად ამისა მაინც იმედიანია ახალი წელი მათთვისაც კი ვინც რადიკალი პესიმისტია და ცხოვრებას მხოლოდ ორ ფერში უყურებს,იმიტომ რომ ისინიც ისეთივე ადამიანები არიან,როგორც სამაგალითო ოპტიმისტები და პედანტი რეალისტები.
მოდით, ვიყოთ სამაგალითო ოპტიმისტები მიუხედავად იმისა,რომ რეალობა ამის ყველაზე მცირე საშუალებას გვიტოვებს.ვიყოთ თუნდაც ფასადური ენთუზიაზმიდან ამოსული ოპტიმისტები იმისათვის,რომ ცხოვრებას აზრი ჩვენვე მივცეთ და ყურადღება არ მივაქციოთ იმას,რაც ყველაზე ცუდად ეხება ჩვენს მგრძნობიარე ნერვულ სისტემას.მოკლედ აიგნორეთ ხალხო,აიგნორეთ და თქვენ გადარჩებით))).
ვუყუროთ სამყაროს ისე,როგორიც ჩვენ გვინდა რომ ის იყოს და არა ისე როგორიც ის არის.ვიფიქროთ პოზიტივზე ყოველგვარი ნეგატიურის ჯინაზე.Change your attitudes toward the world and the world will change to you.
გამოიყენეთ ახალი წელი ამისათვის!გამოიყენეთ იმისათვის,რომ იყოთ უფრო პროდუქტიულნი ყველა სფეროში.changes and once more changes,არავითარი სტაგნაცია და არავითარი ბექინგი.არ მისცეთ თავს მოდუნების საშუალება და სამყაროც არ მოდუნდება თქვენს მიმართ.
გისურვებთ,გისურვებთ და კიდევ ერთხელ გისურვებთ ოპტიმიზმს და სასარგებლო ცვლილებებს თქვენს ცხოვრებაში!ყოველივე იმას რაც საკუთარ თავის რეველეციაში დაგეხმარებათ დამდეგ ახალ წელს.

Enjoy yourself the whole of New Year))))

0 comments:

Post a Comment