rss
email
twitter
facebook

Sunday, January 3, 2010

"Projekt Weltethos"




"არ გვიწერია გადარჩენა თვინიერ მსოფლიო ზნეობისა.არ დაივანებს ქვეყნად საყოველთაო მშვიდობა თვინიერ რელიგიათა დაზავებისა.არ ეგების რელიგიათა დაზავება თვინიერ რელიგიათა დიალოგისა", – გვეუბნება ჰანს კიუნგი თავის ეკუმენური ხასიათის პროექტში,რომელიც მთლიანად ზემო აღნიშნულ სამ პოსტულატზე დგას.ალბათ იკითხავთ რას ნიშნავს მსოფლიო ზნეობა?როგორ შეიძლება წარმოიდგინო მსოფლიო ზნეობა თავად მსოფლიოს ფონზე,რომელიც "უხილავი მარჯვენით"(ხანდახან კი მგონია,რომ ეს ხელი საერთოდაც ცაციააა))) იმართება?
წარმოიდგინეთ ათეისტს,თეისტს და აგნოსტიკოსს ეკითხებით ამის შესახებ,რა პასუხს გაგცემენ ისინი?სავარაუდოდ,ათეისტი იტყვის რა საჭიროა ზნეობა,როცა იგი პრაქტიკულად არ არსებობს?თეისტი ხმას აიმაღლებს და სერიოზული,"ოოომ მიმიკით" შეუდგება იმის ახსნას,რომ მხოლოდ და მხოლოდ მისი რელიგიური ზნეობაა ჭეშმარიტი და რომ ყველა დანარჩენი მცდარ გზაზე დაგაყენებს.აგნოსტიკოსი დაბნეული სახით შემოგხედავს და შენ მის თვალებში ამოიკითხავ,თუ რაოდენ სულერთია მისთვის ყოველივე ეს.ხოდა როგორ უნდა მოიქცე ასეთ შემთხვევაში,როცა ათასი კულტურა,ეთნოსი,რელიგიური და ურელიგიო საზოგადოება გეწინააღმდეგება გლობალური ღირებულებების დამკვიდრებაში?ყველაფერი დროით პროცესებს მიანდო,თუ ამის მისაღწევად თავად იშრომო და იღვაწო.
სად შეიძლება იპოვო კვანძი,რომლითაც მოხდება მორწმუნეთა და ურწმუნოთა კოალიცია,რაზეც დაიწყება რელიგიური დიალოგი და შევძლებთ უფრო მშვიდობიან მსოფლიოში ცხოვრებას?ეს ყოველივე შეიძლება მარტივად გადაწყვიტოს ზეიდეებით შეპყრობილმა პირველი კურსის სტუდენტმა,რომელიც ესესაა გაეცნო სემუელ ჰანთინგთონის და რუდოლფ შტაინერის ნაშრომებს,რომლებიც ამ გზას მსოფლიო კულტურების კომპილაციაში ხედავენ.
მავანი და მავანი ინდივიდუმები ტრადიცულად გაურბიან ამ პასუხისმგებლობას და თანამედროვე ეტაპზე წარმოქმნილ კონფლიქტებს ბუნებრივ პროცესად აღიქვამენ,იმის ფონზე თუ რაოდენ დიდი სწრაფვაა დემოკრატიის გავრცელების მიმართ.მართლაცდა პარადოქსია,უკაცრავად ვარ და)))
არის მეორე ფაქტორიც,რომელიც ასევე ეწინააღმდეგება მსოფლიო ზნეობის დამკვიდრებას.თუ ე.წ. think-tank–ები იფიქრებენ და შეიმუშავებენ იდეოლოგიას,რაც საბოლოოდ დაამკვიდრებს საერთო ფასეულობებს,არის კი იმის გარანტია,რომ ეს იდეოლოგია ხანგრძლივი პერიოდით იმუშავებს და მასაც არ დასჭირდება რეფორმა?ცხოვრებისეული პრაქტიკა მდიდარია გამოცდილებით,რომელიც ამტკიცებს,რომ ფილოსოფიური და იდეოლოგიური მოდელები სწორედ იქ აღმოჩნდებიან ხოლმე უვარგისნი,სადაც ადამიანს მოეთხოვება კონკრეტულ შემთხევევაში მისი აპრობაცია და იგი სწორედაც რომ აქ უმტყუნებს ხოლმე,ძირითადად იმ შემთხვევაში,როცა იდეოლოგია მის ინტერესებს უპირისპირდება.იქ სადაც საკუთარი ზნეობრივი პასუხისმგებლობის შეგრძნება ადამიანს ეგზისტენციალურ ტკივილს აყენებს,იქ ფილოსოფიური მოწოდება გონიერებისკენ იქცევა ღაღადებად უდაბნოსა შინა და ჩნდება ლოგიკური კითხვა:რაღა მაინცადამაინც ჩემგან მოითხოვენ ამას?ესაა ყველაზე ეგზისტენციალური კითხვა რამაც შეიძლება ინდივიდის ფსიქოლოგია შეარყიოს.
კანტი გვთავაზობს რომ გავბედოთ და მოვიხმაროთ საკუთარი გონება!მაგრამ შეუძლია კი ადამიანმა იხსნას ადამიანი?შეუძლია კი ადამიანს უარი თქვას იმ კომფორტზე რასაც რელიგია სთავაზობს მას,ხსნის პასუხისმგებლობა,რომელიც მხოლოდ რელიგიას შეუძლია მისცეს კაცობრიობას.
ფილოსოფიური თვალსაზრისით ადამიანს გააჩნია ადამიანური ავტონომია,რომელიც ღვთის რწმენის გარეშეც მოახდენს ჭეშმარიტების პრინციპულ ახსნას.ასევე შეუძლია მორალურად იცხოვროს ბიოგრაფიულად და ფსიქოლოგიურად – რწმენის გარეშე;შეთხზას პრინციპული ეთიკური ორიენტაცია და მიჰყვეს მას.
ვეთანხმები კანტისეულ კატეგორიულ იმპერატივს "ადამიანი არასოდეს არ უნდა გადავაქციოთ უბრალო საშუალებად,იგი უნდა მარად დაშთეს საბოლოო მიზნად და კრიტერიუმად.ფული და კაპიტალი წარმოადგენს საშუალებას,როგორც შრომა.მეცნიერებაც,ტექნიკაც და ინდუსტრიაც საშუალებებია". ვეთანხმები კიდევ ერთხელ,მაგრამ მგლის ხახასავით დაღებული ცივილიზაცია არამგონია საშუალება იყოს,რომელიც ადამიანის კეთილდღეობაზე იზრუნებს და არ გადააქცევს მას ობიექტად სუბიექტის ნაცვლად.
ხოდა რაშია ხალხო ხსნა და შვება?სად უნდა შედგეს კონსენსუსი?
შესაძლებელია ეს challenge-ის და response–ის დახმარებით შევძლოთ და ექსპერიმენტის გზით მივიდეთ დასკვნებამდე!
ფაქტი და რეალობა კი უკვე ერთია,რომ მომავალი აღარ გააჩნია არცერთ რეგრესულ ანდა რეპრესიულ რელიგიას,ქრისტიანული იქნება იგი,ისლამური,იუდაისტური თუ ბუდისტური.

2 comments:

Giogio-Mate said...

ძალიან მაგარია

მაგარი სტატიაა და მაგარი ბლოგია


ნუ ცოტა ეკუმენურ რამეებს ვერ ვეგუებისავით მაგრამ მაინც მაგარია

Ectomorph said...

danx Mateus :* :*

Post a Comment