rss
email
twitter
facebook

Friday, February 19, 2010

პოლიტიკა ტიბეტიდან


ნებისმიერი სუფერ ფაუერ ქვეყანა საგარეო პოლიტიკის წარმოებისას ეყრდნობა ერთ–ერთ მთავარ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ტიპის ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან შემოიფარგლება რენდომ მიდგომით და არა ფუნდამენტური კავშირით, რომელსაც აყალიბებს ხანგრძლივი თანამშრომლობა და ა. შ. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა თანამედროვე მსოფლიოს ფონზე, სადაც ლიდერი ქვეყნები იმისდა მიხედვით წარმართავენ საგარეო პოლიტიკას, რაც right here, right now არის საჭირო, ამისათვის კი პოლიტიკურ სპეკულიანტობასაც არ ერიდებიან, პატარა ქვეყნებით მანიპულირებაზე რომ არაფერი ვთქვათ.

ასეთი მიდგომა თავისთავად ეფექტურად მუშაობს ჩვენს დროებაში, რაც  გამოწვეულია მოვლენების მომენტალური ცვალებადობით და მომრავლებული ექსტრემალური სიტუაციებით. ბევრი მაგალითის მოტანაც შეიძლება მსოფლიოს უახლესი ისტორიიდან ამ აზრის გასამყარებლად, თუმცა ამ პოსტში მინდა ყურადღება გავამახვილო შეერთებული შტატების ბოლოდროინდელ ურთიერთობაზე, რასაც იგი ჩინეთის მიმართ ავითარებს. 

ნიუ იურქ თაიმსში დაიდო სტატია, სადაც საუბარია ობამას და ტიბეტის სულიერი ლიდერის დალაი ლამას შეხვედრაზე(გაიმართა თეთრ სახლში). შეხვედრაზე, როგორც ირკვევა, მათ ისაუბრეს დემოკრატიის გავრცელების პრობლემებზე და ადამიანის უფლებებზე, გარდა ამისა ტიბეტის რელიგიურ იდენტობასა და კულტურაზე, რაც,  შეიძლება ითქვას, პეკინის ყველაზე დიდ მაზოლს აჭერს წიხლს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკამ ხელნაწერი სახით დაუჭირა მხარი ტიბეტის ავტონომიურ თავისუფლებას და დადო დაპირება "ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიცვას ადამიანთა უფლებები ტიბეტელთათვის". ობამას დაგეგმილი ვიზიტი დალაი ლამასთან გასულ წელს თეთრმა სახლმა ჩაშალა იმ მიზეზით, რომ არ დაეძაბა ახლად არჩეული პრეზიდენტის ვიზიტი პეკინში. კიდევ ერთი დეტალი, რამაც პეკინის გაღიზიანება გამოიწვია, იყო შეერთებული შტატების მიერ ტაივანისათვის დამტკიცებული 6 მილიარდის ღირებულების იარაღის მიყიდვა (ძირითადად F16 მოდელის ავიაგამანადგურებლები). ამგვარ ფაქტს ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ 1992 წელს, რის სანაცვლოდაც ჩინეთის მხრიდან გაისმა მუქარა საერთაშორისო შეთანხმების დარღვევის შესახებ იარაღის გავრცელებასთან დაკავშირებით პაკისტანის მიმართულებით.

ეს ყოველივე გარკვეულწილად მომაგონებს საბჭოთა კავშირის 90–იანი წლების (და არამარტო)  პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში, როცა ხელოვნურად ხორციელდებოდა ე.წ. ნაღმების ჩადება დისინტეგრაციის მიზნით. სცენარი ანალოგიურია ჩინეთთან მიმართებაშიც, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ამერიკა ცდილობს გავლენების ბალანსი შეინარჩუნოს, რაც რა თქმა უნდა ჩინეთის მზარდი ეკონომიკის და სამაგალითო დემოგრაფიული მდგომარეობის საკონტროლო საშუალებას წარმოადგენს. აქ ასევე გასათვალისწინებელია აშშ–ს დიდი სურვილი ჰყავდეს მოკავშირე, რომელიც უფრო სანდო იქნება ატომური იარაღის გავრცელების პრევენციის საქმეში, სადაც რუსეთის ნაცვლად იგი ჩინეთს მოიაზრებს ირანის ურანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ფაქტობრივად, აშშ ორ ცეცხლ შუა იმყოფება და პოლიტიკური ფრუჯექთებით ცდილობს კრიტიკული სიტუაციებიდან გამოსვლას, რომელიც ხშირად პარტიზანული ომების ასოციაციას იწვევს და რაც მეტწილად გამიზნულია იმისათვის, რომ მსოფლიო საზოგადოებას შეახსენოს თავისი ზესახელმწიფოებრივი შესაძლებლობები.

 

0 comments:

Post a Comment