rss
email
twitter
facebook

Monday, February 15, 2010

Здесь будет большая каша!!!


" როდის აღიარებს დასავლეთი საქართველოში ჩატარებულ ეთნოწმენდას?"

ამას წინათ, სწორედ ამ სათაურის მქონე სტატია წავიკითხე და გამახსენდა ერთხელ, მამას მიერ ჩემთვის მონაყოლი ამბავი, რომლის მიხედვითაც ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება აფხაზეთში განხორციელებული ქართველების ეთნოწმენდის შესახებ. ეს მოგონება უკავშირდება მამაჩემის ეთნიკურად აფხაზ მეგობარს, რომელმაც კონფლიქტის დაწყებამდე დაახლოებით 10 წლით ადრე (ნუ მათი საუბრის თემა ეხებოდა ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობას) ცალყბად საუბარში ასეთი ფრაზა გააჟღერა :"Здесь скоро будет большая каша!!!" რა თქმა უნდა, ამის შესახებ ბევრი არ უსაუბრია მას და არ გაუნდვია წინასწარ დაგეგმილი განზრახვა,რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული და აფხაზთა ნაციონალურ საიდუმლოებას წარმოადგენდა იმდროისთვის. თუმცა გამოიჩინა კეთილი ნება და მეგობრული რჩევა მისცა მამას,მთელი ოჯახით დაგვეტოვებინა მომავალი კონფლიქტის ზონა. 

დღესდღეობით ბევრი სტატია იწერება ამ საკითხთან დაკავშირებით,თუმცა მხოლოდ ყვითელ პრესაში და მხოლოდ ე.წ. "ბაგრამიანთა" დაჯგუფების შესახებ, რომლის უკანაც სომხური ლობი იდგა და რუსეთისგან სერიოზული მხარდაჭერით სარგებლობდა. ამ ბოლო დროს რეჟისორებმაც მოიცალეს და დაიწყეს ფილმების გადაღება იმის შესახებ, თუ რა უსამართლო და უთანასწორო ომი იყო,როგორ დაიხოცნენ ცხვრის ფარასავით შეყრილი ახალგაზრდები და ათასი ბლა ბლა ბლა. ბუნებრივია, ყველა ომი უთანასწორო და უსამართლოა იმიტომ რომ იქ ადამიანები იხოცებიან,რომელიმე მხარეს უფრო მეტი ძმები უკვდებათ, ვიღაცეებს უფრო მეტი შვილები, ვიღაცეებს ქმრები და ა. შ. მაგრამ რეალური მიზეზის ძიებას არავინ იწყებს დროულად.

აფხაზეთის კონფლიქტზე გადაღებულ ფილმებში ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას დაძაბულობის გამომწვევ მიზეზებზე და იმაზე თუ როგორ იგეგმებოდა იგი წლობით ადრე მის მოხდენამდე. ამგვარი მასალის შეგროვება, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია და მავანს შეიძლება ეს დღეს უკვე არარეალურად ეჩვენოს, მაგრამ ჩვენთვის ეს აუცილებელია, თუკი საერთოდ რაიმეს მოგვარება და გადაჭრა გვინდა ამ თვალსაზრისით.

ბოლო ფილმი ამ თემაზე, როგორც ყველამ ვიცით, "გაღმა ნაპირია" (რომელიც არ მინახავს და ალბათ არც ვნახავ), რომელშიც აღწერილია პატარა ბიჭის ტრაგიკული ისტორია აფხაზეთის ომის დროს და სიუჟეტი მარტივად ვითარდება მხოლოდ მის ირგვლივ. დანარჩენი ყველა საკითხი იგნორირებულია და უყურადღებოდ არის დატოვებული as usual.

იმედია ეს პოსტი, შემდგომში მის წამკითხველებს და ამ თემით დაინტერესებულ რეჟისორებს და უფრო მეტად დოკუმენტალისტებს გაუღვიძებს ამ პრობლემის შესაბამისად გაშუქების სურვილს, რითაც ძალიან მაგარი საქმე გაკეთდება.

P.S: ვერცერთი ტალიავინის დასკვნა ვერ გვიშველის, თუ თავად ჩვენ არ დავარწმუნეთ მსოფლიო ამაში უფრო მეტი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, რაშიც ლომის წილი სწორედაც რომ კინომ უნდა შეასრულოს. 

3 comments:

Unknown said...

გადათარგმნე რუსულად და ინგლისურად და აქ დააგდე რა


http://www.forumcaucasus.com

Unknown said...

იმედია მიხვდი ვინცა ვარ

Ectomorph said...

I will do my best :)))

Post a Comment