rss
email
twitter
facebook

Sunday, February 7, 2010

self observation

"განრისხების ჟამს დაკვირვებული გახდით და თქვენ გაოცდებით, აღმოაჩენთ რა, რომ დაკვირვებულობის გამოჩენით რისხვა აორთქლდა, შეუძლებელი გახდა." <ოშო>

ყოველთვის მჯეროდა იმ თეორიის რეალურობის,რომლის მიხედვითაც სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთი ენერგია და რომ მისი დადებით ან უარყოფით ენერგიებად დაყოფის მცდელობა ყველაზე დიდი სისულელეა.სისულელეა იმ მხრივ,რომ იგი ადამიანებს საგრძნობლად ურთულებს ცხოვრებას და უქმნის ხელოვნურ პრობლემებს,რომლის გადაწყვეტაც წარმოუდგენლად მარტივი გზით შეიძლება. აქ მთავარია,ინდივიდმა მოახერხოს ამ ენერგიის მართვა რაციონალური გზით,რომელიც შეაძლებინებს ყოველივე დესტრუქციულის ამოკვეთას მისი პიროვნებიდან და ტრანსფორმაციას უფრო პრაგმატულად სასარგებლოსკენ.
ალბათ ხშირად გსმენიათ ცნობილი ფრაზა იმის შესახებ,რომ აგრესია საუკეთესო განტვირთვის საშუალებაა და რომ გამოვლენილი აგრესია ადამიანს სიმშვიდის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს.ეს ძალიან დიდი ბულშითია ძალიან ბევრ ბულშითს შორის იმ მარტივი მიზეზის გამო,რომ უბრალოდ შეუძლებელია აგრესია ადამიანს სიმშვიდეს ანიჭებდეს.ამ თეორიის სისწორის დანახვა შეიძლება იმ მაგალითიდანაც,რომლის მიხედვითაც ადამიანი დაწყნარებულ გონებაზე გაცილებით რაციონალურ გადაწყვეტილებას იღებს განსხვავებით აგრესიის წარმოქმნის შემთხვევისგან.მართალია,რომ კრიტიკულ მომენტებში გაწონასწორებულობაზე და ბარაკ ობამაზე ფიქრი ძალიან ძნელია,მაგრამ ფაქტია,რომ აგრესიის გავლენით მიღებული შედეგები გაცილებით მეტი აგრესიის გამომწვევია,ვიდრე მის გარეშე. თუ მან მოახერხა დაგროვილი ენერგიის ტრანსფორმირება და რაციოს ფარგლებში მოქცევა წარმოუდგენლად დიდი კმაყოფილების მიღება შეუძლია,რაც გაცილებით დიდი სიამოვნებაა აგრესიასთან შედარებით.ხერხები,რითაც იგი შეძლებს ამ ენერგიის ტრანფორმაციას,რა თქმა უნდა,მკაცრად ინდივიდუალურია და უნდა ესადაგებოდეს ინდივიდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.
რა ენერგიას ასხივებდნენ ბუდა,იესო,ტილოპა?რით იყვნენ ისინი ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებულნი?
მხოლოდ და მხოლოდ იმით,რომ ახდენდნენ ენერგიის რაციონალიზაციას და მართვას გაცნობიერებული გზით.ფაქტობრივად მათ მოახერხეს აგრესიის ნიველირება და სხვა საფეხურზე ასვლა მხოლოდ და მხოლოდ ამის საჭიროებაში გაცნობიერების შემდეგ.(მათ საკუთარი მტრებიც კი შეიყვარეს)ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობების ათვისება ენერგიის სწორი ტრანსფორმაციით არის შესაძლებელი,რომლის უნარის გამომუშავებაც,რაღა თქმა უნდა პიროვნულ სწრაფვაზე და მტკიცე ნებისყოფაზეა დამოკიდებული.

0 comments:

Post a Comment