rss
email
twitter
facebook

Sunday, May 2, 2010

ზე–ნთხევინება!


რამდენი დღე გავიდა, რაც ბლოგისთვის ვერ მოვიცალე და არც წერის განწყობაზე ვიყავი მაინცდამაინც. წერას პრობლემის შექმნა უნდაო, ნათქვამია და ალბათ მე პრობლემა არ გამაჩნდა იმისათვის, რომ რაიმე დამეწერა. ამიტომაც მივივიწყესავით, თუმცა სინამდვილეში ხომ ვიცი, რომ პრობლემების გამოლევა არ ხერხდება.

საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო ესეც გამიგია, და ისეთიც ბევრი მინახავს, თავდასხმის საშუალებით საკუთარი სიმრუდეები, რომ უნდა დაფაროს. გარდა ამისა, ამგვარი ჰომოჰომინები (ჰომოსაპიენსებს მაგათ ვეღარ ვუწოდებ მრავალ მიზეზთა გამო) არც უსირცხვილო ბრალდებებს ერიდებიან, რათა ბრალდებების ობიექტები ინერტულები გახადონ მათ მიერ ჩადენილი უსირცხვილობების მიმართ. არ ერიდებიან ისეთ ხერხებს, როგორიც არის ადამიანის იმაში გასვრა, რომელიც ყველაზე მეტად სძულს და გულს ურევს ამ ადამიანს; არ ერიდებიან არც იმას, რომ თავის დანაშაულის მონაწილე გახადონ და მიაწერონ იგივე, რაც საკუთარი მოტივაციის გამართლებად მიაჩნიათ. 

ყველაზე გულის ამრევი ამ ადამიანთა ქცევაში არის ის, რომ ესენი არც ზეციურ ძალებს ერიდებიან და ცდილობენ თავიანთი ქცევის დეტერმინაცია ამ გზით მოახდინონ...ყველაფერში ხედავენ ყურით მოთრეულ ნიშნებს, სწამთ ბედისწერის, წინა ცხოვრების შეცდომების და ამით დღევანდელ ცხოვრებას ირთულებენ. არ შეუძლიათ უბრალოდ დატკბნენ ცხოვრებით და მიიღონ ის რასაც მათ ცხოვრება სთავაზობს. ასეთი ადამიანები კარგად ირგებენ ვსეზნაიკას როლს და ცდილობენ სხვისი ქცევები თავიანთი ნამერკებით ახსნან და იმის იქით ნაკლებად გაიხედონ ობიექტური სინამდვილის დასანახად.

წავედი ეხლა, ზედმეტად მერწყევინება და მენთხევინება...

შეგრძნება: შური მოთამაშე ხალხის მიმართ!

0 comments:

Post a Comment