rss
email
twitter
facebook

Monday, May 17, 2010

უზორები...


რატომ უყვართ ადამიანებს წვიმა, მათ ვისაც უყვარს და არა სძულს. მიწის სუნი, სისუფთავის შეგრძნება, აღელვებული დედამიწის დამშვიდების ასოციაცია თუ დაუძლეველი უსაქმურობის განცდა, რის გამოც ვერაფრის გაკეთებას ვერ ახერხებ და ამაზე დიდად არც ნერვიულობ. თუ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები თქვენთვის წვიმის სიყვარულს შთაგაგონებთ, გასასამართლებელი საბუთიც გექნებათ იმისათვის, რომ ბეზკანეჩნა იბეზდელნიკოთ. :))))

_წამო გარეთ წვიმს!

_დიდი ამბავი, მერე რა წვიმდეს, ა მნე პო ...

_უმსგავსო, არაფრის აზრზე არა ხარ.

_უსაქმურო!

_წამო გარეთ, დავსველდეთ! თმები გაგეზრდება :)))

_შემეშვი, საქმე მაქვს და უნდა დავამთვარო. არ ვარ ტალახში ხეტიალის ხასიათზე.

_შენ არც ისე ხეტიალობ პო ბალშომუ, თუ სიმართლე გინდა.

_მარტო წადი.

_კაეც.

"ტალახის შეეშინდა. არადა სასარგებლოა წვიმა ფილტვებისთვის, ამდენს როგორ ვერ ტვინავს ეს ჩემისა"_ჯესი ადგა და მარტო წავიდა. რატომ უყვარდა უზომოდ წვიმა თვითონაც ვერ ხვდებოდა, უბრალოდ მიდიოდა ხოლმე. ავტომატურად ემზადებოდა რიტუალად გადაქცეული ხეტიალისთვის ყოველი გაწვიმებისას, თან თავში ურტყამდა "It's my time, it's my time of hanging around, hanging around". ყოველთვის უნდოდა ამ სათაურით თავისი სიმღერა დაეწერა, ან სხვას დაეწერა მისთვის. "რატომ არ უყვართ წვიმა, მერე რა რომ სველდები?!"_მანიაკალური შეკითხვა და ხელში საყვარელი ჟაკეტი, რომლის ჭერის დროსაც უჩნდებოდა ეს კითხვა მხოლოდ.

ბავშვობაში ძალიან უყვარდა გუბურებიდან წყლის დალევა, წვიმის წყალი უფრო გემრიელიაო, ამბობდა. ბევრჯერაც მოხვედრია, გუბურებიდან წყალს როცა ეწაფებოდა :)))ბევრჯერ ცხვირიც დაურტყავს და გუბურაშიც ჩავარდნილა გაფითქინებული თეთრი მაისურით, როცა სკოლაში მიეშურებოდა. "ნეტა გამაგებინა ამ ჩემს შვილს რა უღმერთობა სჭირს"_თვალებიდან სიმწრის ნაპერწკლებს ისროდა დედამისი და მორიგ გალუმპულ მაისურს წურავდა პარაშოკიან წყალში. ჯესს არ ესმოდა, რატომ უშლიდნენ გუბურიდან წყლის დალევას, ეს ხომ საშინლად გემრიელი იყო მისთვის. არც ის ესმოდა, რატომ სხვებიც არ სვამდნენ და ბრაზდებოდა საკუთარ თავზე, რომ ასე ძალიან ეგემრიელებოდა გუბურები :)))))

საი არასდროს არ დაჰყვებოდა წვიმაში. სამჯერ თუ წაჰყოლია, სხვა დროს ვერ "მოიცალა". თუმცა სამივეჯერ ის მასთან არ ყოფილა და მისი იქ ყოფნა მხოლოდ სულის გამაწვრილებელი წუწუნით შემოიფარგლებოდა, რითაც ჯესს ტვინის ყოველ ხვეულს დაუნდობლად უსწორებდა. :))) "ჯობდა არ წამოსულიყავი, შენ ამით წვიმას შეურაცყოფ."_სევდანარევი მშვიდი ხმით ეტყოდა საის, ეს უკანასკნელი კი ირონიულად ჩაიღიმებდა, რომლის დროსაც რუსული უზორით შეკრული ბანწიკების მსგავსი ნაოჭები უჩნდებოდა თვალის კუთხეებში. ამ რუსულ უზორს ბევრჯერ განუმუხტავს მსგავსი სიტუაცია ჯესთან, რითაც ბოროტად სარგებლობდა საი და ოსტატურად არ აძლევდა მას განაწყენების საშუალებას.

ჯესს უზომოდ უყვარდა რუსული უზორები :))))

 

0 comments:

Post a Comment