rss
email
twitter
facebook

Sunday, January 3, 2010

ხორბლის სოკო და ფსაი მხატვრობა

კიდევ ერთი მაგალითი იმისა,რომ ყოველგვარ მოვლენას ორი მხარე აქვს)))
ეს მოხდა 1938 წელს(ბუნდოვნად მახსოვს ეგ წელი))).შვედმა მეცნიერმა და დოქტორმა ალბერტ ჰოფმანმა,შაკიკის საწინააღმდეგო მედიკამენტზე მუშაობისას,გააკეთა Great Discovery,რომელმაც შემდგომში მისდა უნებურად სათავე დაუდო ხელოვნების მიმართულებას,რომელიც Psy visual art-ით არის ცნობილი დანარჩენი მსოფლიოსათვის.კერძოდ,ჰოფმანმა შეიმუშავა fusion ე.წ. ხსნარი,რომელიც წარმოადგენდა შემდეგი ნივთიერებების ნაზავს lysergic acid diethylamide-25 და გააჩნდა ძლიერი ფსიქოტროპული მოქმედება,ხოლო in roaring sixties საყოველთაოდ ცნობილმა მისმა აკრონიმმა LSD–მ პოპულარობა მოიპოვა სასაუბრო ენაში.)))
თავდაპირველად ამ ჰალუცინოგენს სამედიცინო მიზნებისთვის იყენებდნენ და კურნავდნენ ისეთ დაავადებას,როგორიცაა შაკიკი.იგი შეიცავს ერგოტამინს,რომელიც აყუჩებს გაუსაძლის თავის ტკივილებს და რომელიც მცირე რაოდენობით, ხორბლის მარცვალში მოიპოვება,ხოლო მისი დოზის მომატება იწვევს ხორბლის სოკოს,რაც მომწავლელ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე.ელ ეს დე ასევე შეიცავს ერონოვინს,რომელასც სასიკეთო დანიშნულებით იყენებდნენ მეჩვიდმეტე საუკუნეში მცხოვრები ბებიაქალები და პოსტმშობიარობის შედეგად წარმოშობილი სისხლდენის შეჩერებას სწორედ ამ ნივთიერებით ახერხებდნენ.
1960-იანი წლების სახვითი ხელოვნების წარმომადგენლები და მუსიკოსები სწორედ ელესდეს გავლენას განიცდიდნენ თავის შემოქმედებაში,რომელიც დღემდე არ განელებულა და უკვე ჩამოყალიბებულია ცალკეული ფსაი კულტურის სახით.ესეთები იყვნენ ცნობილი რიკ გრიფინი,რობერტ ვენოსა,მარტინა ჰოფმანი,ალექს გრეი,პიტერ გონსალესი და პიტერ მაქსი.მაინდ ალთერინგის შესახებ ვრცლად აქვს აღწერილი ალდუს ჰაქსლის თავის წიგნში "The Doors of Perception".
გერმანელი მხატვარი მატი კლარვინი ამბობდა,რომ ელესდე არ იყო მისი ინსპირაციის პირველწყარო,არამედ უბრალო საშუალება,რომელიც უვითარებდა ქვეცნობიერ პროცესებს და ეხმარებოდა შეექმნა სპირიტუალური და მისტიკური ხასიათის ნახატები.
გარკვეული პერიოდით კლარვინი სამუზეომო მხატვრის სტატუსით სარგებლობდა,რადგან მისი სურათებით ფორმდებოდა პროგრესივ–როკის და ჯაზის ალბომები.სამოციანი წლების კულტურული აიქონი გახდა მისი Anunciation-ით გაფორმებული სანტანას Abraxas LP და მაილს დევისის Bitches Brew ალბომები.
კლარვინის მხატვრობაში იგრძნობა სალვადორ დალის სიურეალისტური გავლენა,ვისგანაც მან შეისწავლა რეალისტური მხატვრობის ტექნიკები სიურელისტურ მისტიციზმთან ერთად.მის ნახატების ხილვისას,შეიძლება დაგეუფლოთ აპოკალიფსური შეგრძნებები,სადაც ფერთა სიმკვეთრე,მსუბუქ დეტალურობასთან ერთად ქმნის კომპლექსურ პანორამას.ამ მნიშვნელობით მისი Grain of Sand საუკეთესო მაგალითია. აი ისიც:


ნაკლებ პოპულარული ნახატებიდან აღსანიშნავია landscapes და still life paintings:



0 comments:

Post a Comment