rss
email
twitter
facebook

Sunday, January 10, 2010

Lucid Dreams

...dreams are messages to ourselves
რამდენად არის ჩვენდამი გამოგზავნილი შეტყობინება სიზმარი,ვერ დავიწყებ აქ და ახლა ამის ემპირიულ მტკიცებას,თუმცა შეიძლება ვარაუდის დონეზე საუბარი,მაგრამ ფაქტია,რომ სიზმარი და განსაკუთრებით ცხადად ნანახი სიზმარი ჩვენს ცხოვრებაში ხშირად განსაკუთრებულ როლს და დანიშნულებას ასრულებს.პირადი გამოცდილება სიზმართან მიმართებაში მდგომარეობს იმაში,რომ დეჟავუს სახით ხშირად მიხდება და ამას ვაცნობიერებ,რომ მე ეს სიზმარში მქონდა ნანახი.ძალიან ბევრჯერ გულით მდომებია კონკრეტულად რაღაც დამსიზმრებოდა და დამსიზმრებია კიდეც,ფაქტობრივად სიზმარი გაძლიერებული ქვეცნობიერის შედეგია,რომელშიც ილექება დღის განმავლობაში დაგროვილი ემოციები და თავს ავლენს ძილის დროს,როცა ცნობიერება დასუსტებულია და მთელი "პარადი" ქვეცნობიერს მიყავს.
ყველაზე საინტერესო ფაქტი ის არის ხშირად,რომ სიზმარში ხედავ უცნობ ადამიანებს და მათ ისე ელაპარაკები,თითქოს დიდი ხნის ნაცნობები იყოთ.უკითხავად იცი მათი სახელები და რომ იღვიძებ,მომენტალურად გავიწყდება,ამ დროს შეიძლება იმ ადამიანს შენი ფანტაზიის მიერ დარქმეული სახელი უწოდო და უხეშად დაარღვიო მისი პიროვნული უფლება,ჰქონდეს საკუთარი სახელი))))
ამ პოსტის შექმნისათვის მადლობას ვუხდი ჩემ სკაიპი fრენდს,რომლის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ)))მისი სიზმარი საინტერესოდ მეჩვენა იმ მხრივ,რომ სცენარის მთავარი გმირი ჩემდა უნებურად აღმოვჩნდი მე,საინტერესო არის კიდევ იმით,რომ ამ პიროვნებას რეალში არ ვიცნობ,მხოლოდ სკაიპით ვკონტაქტობთ.(გამოდის,რომ ვირტუალურ დონეზეც იგივე შეგრძნებები და დამოკიდებულებაა ადამიანებს შორის,როგორც რეალში)
სიზმრის ფაბულა მდგომარეობს შემდეგში:მის ავტორს ესიზმრა,რომ მე მას თურმე ვკერავდი რომელიღაც ბარში))) და მისი შეყვარებული ამ დროს ქალაქ გარეთ იმყოფებოდა.მიუხედავად ამ ფაქტისა,საიდანღაც და მოულოდნელად გაჩნდა მისი შეყვარებული და გვეჩხუბებოდა ორივეს(ალბათ წარმოიდგინეთ ტრადიციული ლექსიკა,ხმამაღალი,იმპერატიული ტონით და აღშფოთებული,ეგო გაღვიძებული მდედრი)))ამას გარდა,თურმე მეც იმპერატიული ტონი მიმიღია და ჩემი მეგობრისთვის არჩევანის გაკეთების მოთხოვნაც კი წამიყენებია(OMG არადა როგორ არ მგავს მე :ლოლ:) ...ნუ მოკლედ მაგრად კი ინერვიულა ჩემმა მეგობარმა და დაიბნა კიდეც,მაგრამ რატომ დაიბნა,ლოგიკას ვერ ვხვდები)))მარა გავატაროთ))
და რა არის აქ ჩემი მთავარი ფოინთი,(ნუ სიზმარი სრულად და დეტალურად არ დავწერე)მთავარი ფოინთი არის ის,რომ ზღვარი სიზმარსა და სიცხადეს შორის ხშირად იშლება და ეს წაშლილი ზღვარი იმდენად ბუნდოვანია ხოლმე,რომ თავი ტელეპატი და მისტიკურ საშინელებათა ჟანრის სურათის გმირი მგონია))).ალბათ თქვენც და თუ არა არც ეგაა პრობლემა დსმებო :))))

0 comments:

Post a Comment