rss
email
twitter
facebook

Wednesday, January 6, 2010

мама!


არ არის ადვილი დედად ყოფნა,მართლა არ არის...ვინც კი დაფიქრებულა ამის შესახებ,ალბათ,ყველა დამეთანხმება.დედა ყველაფერზე ნერვიულობს,ყველა შენს მიმიკაზე,ქცევაზე,სიტყვაზე,ხმამაღალ სუნთქვაზეც კი.უნდა რომ გაგიზიაროს,შენთან იყოს,გაიგოს რა გტკივა,რა გახარებს,რა მოგწონს და რა არ მოგწონს,მაგრამ შვილები ხშირად ამის საშუალებას არ ვაძლევთ მას.არ ვაძლევთ,იმიტომ რომ არ გვინდა ვინმემ ჩვენს სულში ხელები ზედმეტად აფათუროს და გვგონია,რომ ამით ჩვენს პიროვნულ თავისუფლებას ზედმეტად ეხებიან.ყოველშემთხვევაში მე აქამდე ასე მეგონა,მაგრამ ეხლა აღარ მგონია და მიხარია,რომ ეს ასეა.დედა ეხლა ჩემიანია და მიკვირს აქამდე რატომ ვერ ვხედავდი და ვერ ვგრძნობდი ამას.ალბათ ის ცუდი უნდა მომხდარიყო,რაც მოხდა და რამაც ხანგრძლივ აქტიურ დეპრესიაში ჩამაგდო.
მთელი ამ ხნის განმავლობაში მისთვის არაფერი მითქვამს,არ მითქვამს იმიტომ,რომ დაებადებოდა უამრავი კითხვა და მე ვერ შევძლებდი ამ კითხვებზე პასუხის გაცემას(თუმცა ყველა ამ კითხვაზე პასუხი მან უკვე ქვეცნობიერად უკვე იცოდა),იმიტომ რომ მართლა არ შემეძლო.კიდევ არ მითქვამს იმიტომ,რომ ისედაც ვხედავდი როგორ ნერვიულობდა და არ მინდოდა კიდევ დამემატებინა,მეგონა მდგომარეობიდან დამოუკიდებლად გამოვიდოდი და не хотела, чтобы она нервничала за какиета пустики.მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ,რომ ის ჩემთანაა,აქ არის და ვიცი რომ ის დედაჩემია !!!

0 comments:

Post a Comment