rss
email
twitter
facebook

Sunday, May 2, 2010

ზე–ნთხევინება!


რამდენი დღე გავიდა, რაც ბლოგისთვის ვერ მოვიცალე და არც წერის განწყობაზე ვიყავი მაინცდამაინც. წერას პრობლემის შექმნა უნდაო, ნათქვამია და ალბათ მე პრობლემა არ გამაჩნდა იმისათვის, რომ რაიმე დამეწერა. ამიტომაც მივივიწყესავით, თუმცა სინამდვილეში ხომ ვიცი, რომ პრობლემების გამოლევა არ ხერხდება.

საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო ესეც გამიგია, და ისეთიც ბევრი მინახავს, თავდასხმის საშუალებით საკუთარი სიმრუდეები, რომ უნდა დაფაროს. გარდა ამისა, ამგვარი ჰომოჰომინები (ჰომოსაპიენსებს მაგათ ვეღარ ვუწოდებ მრავალ მიზეზთა გამო) არც უსირცხვილო ბრალდებებს ერიდებიან, რათა ბრალდებების ობიექტები ინერტულები გახადონ მათ მიერ ჩადენილი უსირცხვილობების მიმართ. არ ერიდებიან ისეთ ხერხებს, როგორიც არის ადამიანის იმაში გასვრა, რომელიც ყველაზე მეტად სძულს და გულს ურევს ამ ადამიანს; არ ერიდებიან არც იმას, რომ თავის დანაშაულის მონაწილე გახადონ და მიაწერონ იგივე, რაც საკუთარი მოტივაციის გამართლებად მიაჩნიათ. 

ყველაზე გულის ამრევი ამ ადამიანთა ქცევაში არის ის, რომ ესენი არც ზეციურ ძალებს ერიდებიან და ცდილობენ თავიანთი ქცევის დეტერმინაცია ამ გზით მოახდინონ...ყველაფერში ხედავენ ყურით მოთრეულ ნიშნებს, სწამთ ბედისწერის, წინა ცხოვრების შეცდომების და ამით დღევანდელ ცხოვრებას ირთულებენ. არ შეუძლიათ უბრალოდ დატკბნენ ცხოვრებით და მიიღონ ის რასაც მათ ცხოვრება სთავაზობს. ასეთი ადამიანები კარგად ირგებენ ვსეზნაიკას როლს და ცდილობენ სხვისი ქცევები თავიანთი ნამერკებით ახსნან და იმის იქით ნაკლებად გაიხედონ ობიექტური სინამდვილის დასანახად.

წავედი ეხლა, ზედმეტად მერწყევინება და მენთხევინება...

შეგრძნება: შური მოთამაშე ხალხის მიმართ!

Friday, April 9, 2010

ტვინის მლესველთა ანტისპამი :)))


ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი გამოთქმას "აქ ორი აზრი არ არსებობს"...რატომ არ არსებობს, როცა მშვენივრადაც არსებობს და იარსებებს, შესაძლოა ჩვენგან აბსოლუტურად დამოუკიდებლადაც. ყველა რაღაცაზე კამათობს, რაღაცეებს გიმტკიცებს, გარწმუნებს ათას სისულელეში (ამ დროს გულის სიღრმეში რომ ჩაახედო, თავადაც არ სჯერა იმის, რასაც ამბობს). ამის შემდეგ რაღაცეებს იჯერებ, რაღაცეებს არ იჯერებ შემუშავებული ნამერკების მიხედვით, რომლებიც ისევე როგორც ყველაფერი, პირობითია ან უბრალოდ თავსმოხვეული ვინმე "ღვთისმოსავი" ადამიანის მიერ :)))

 ჩემი საუკეთესო მეგობარი ხშირად აჟღერებდა ჩემთან აზრს, რომ კაცობრიობა დაკომპლექტებულია ადამიანებისგან,რომლებიც ერთმანეთზე გავლენას ახდენენ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ. ნუ ამას გაცილებით უხეშ ფორმებში აცხადებდა, რისი გახმოვანების საშუალებასაც ჩემი შინაგანი ეთიკა არ მაძლევს ))), თუმცა უნდა ვთქვა, რომ რუსულ ენაზე ეს ყოველივე განსაკუთრებით დამარწმუნებლად მოსასმენია. (ისე ეს ტენდენციაც აღსანიშნავია,თუ რატომ ცდილობენ ქართველები, თავისი აზრის განსამტკიცებლად უცხო ენა მოიშველიონ, რაშიც მე განსაკუთრებით ვცოდავ ხოლმე:)))

მისი აზრით, სამყაროს ამ პრინციპით უნდა შეხედო და ბევრ რამეს გაცილებით სხვანაირად აღიქვამო.(რაც მისი ლოგიკით რომ ვიმსჯელოთ, იგივე ზემოქმედება იყო ჩემს მიმართ, რასაც იგი სხვებს აბრალებდა). მეც დავიწყე ამ ექსპერიმენტის განხორციელება გარკვეული პერიოდი და აღმოვაჩინე, რომ ადამიანები ძალიან გაერთნაირდნენ და ზომბებივით დაპროგრამირდნენ, რომელთა მთავარი მისია იყო, მეც ერთი მათგანი გავმხდარიყავი. ექსპერიმენტის შედეგი ის იყო, რომ კიდევ ერთხელ ჩავვარდი სტრესულ მდგომარეობაში, თუმცა პლიუსი ჰქონდა ის, რომ "აქ ნამდვილად ორი აზრი არ არსებობს" იმასთან დაკავშირებით, რომ ჭეშმარიტება ძალიან შორსაა მოკვდავებისგან, ძალიან ძალიან ძალიან შორს კეთილო ხალხო:)))))))

ესაა ჩემი საბოლოო კომენტარი :)))

Friday, February 19, 2010

პოლიტიკა ტიბეტიდან


ნებისმიერი სუფერ ფაუერ ქვეყანა საგარეო პოლიტიკის წარმოებისას ეყრდნობა ერთ–ერთ მთავარ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ტიპის ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან შემოიფარგლება რენდომ მიდგომით და არა ფუნდამენტური კავშირით, რომელსაც აყალიბებს ხანგრძლივი თანამშრომლობა და ა. შ. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა თანამედროვე მსოფლიოს ფონზე, სადაც ლიდერი ქვეყნები იმისდა მიხედვით წარმართავენ საგარეო პოლიტიკას, რაც right here, right now არის საჭირო, ამისათვის კი პოლიტიკურ სპეკულიანტობასაც არ ერიდებიან, პატარა ქვეყნებით მანიპულირებაზე რომ არაფერი ვთქვათ.

ასეთი მიდგომა თავისთავად ეფექტურად მუშაობს ჩვენს დროებაში, რაც  გამოწვეულია მოვლენების მომენტალური ცვალებადობით და მომრავლებული ექსტრემალური სიტუაციებით. ბევრი მაგალითის მოტანაც შეიძლება მსოფლიოს უახლესი ისტორიიდან ამ აზრის გასამყარებლად, თუმცა ამ პოსტში მინდა ყურადღება გავამახვილო შეერთებული შტატების ბოლოდროინდელ ურთიერთობაზე, რასაც იგი ჩინეთის მიმართ ავითარებს. 

ნიუ იურქ თაიმსში დაიდო სტატია, სადაც საუბარია ობამას და ტიბეტის სულიერი ლიდერის დალაი ლამას შეხვედრაზე(გაიმართა თეთრ სახლში). შეხვედრაზე, როგორც ირკვევა, მათ ისაუბრეს დემოკრატიის გავრცელების პრობლემებზე და ადამიანის უფლებებზე, გარდა ამისა ტიბეტის რელიგიურ იდენტობასა და კულტურაზე, რაც,  შეიძლება ითქვას, პეკინის ყველაზე დიდ მაზოლს აჭერს წიხლს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკამ ხელნაწერი სახით დაუჭირა მხარი ტიბეტის ავტონომიურ თავისუფლებას და დადო დაპირება "ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიცვას ადამიანთა უფლებები ტიბეტელთათვის". ობამას დაგეგმილი ვიზიტი დალაი ლამასთან გასულ წელს თეთრმა სახლმა ჩაშალა იმ მიზეზით, რომ არ დაეძაბა ახლად არჩეული პრეზიდენტის ვიზიტი პეკინში. კიდევ ერთი დეტალი, რამაც პეკინის გაღიზიანება გამოიწვია, იყო შეერთებული შტატების მიერ ტაივანისათვის დამტკიცებული 6 მილიარდის ღირებულების იარაღის მიყიდვა (ძირითადად F16 მოდელის ავიაგამანადგურებლები). ამგვარ ფაქტს ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ 1992 წელს, რის სანაცვლოდაც ჩინეთის მხრიდან გაისმა მუქარა საერთაშორისო შეთანხმების დარღვევის შესახებ იარაღის გავრცელებასთან დაკავშირებით პაკისტანის მიმართულებით.

ეს ყოველივე გარკვეულწილად მომაგონებს საბჭოთა კავშირის 90–იანი წლების (და არამარტო)  პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში, როცა ხელოვნურად ხორციელდებოდა ე.წ. ნაღმების ჩადება დისინტეგრაციის მიზნით. სცენარი ანალოგიურია ჩინეთთან მიმართებაშიც, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ამერიკა ცდილობს გავლენების ბალანსი შეინარჩუნოს, რაც რა თქმა უნდა ჩინეთის მზარდი ეკონომიკის და სამაგალითო დემოგრაფიული მდგომარეობის საკონტროლო საშუალებას წარმოადგენს. აქ ასევე გასათვალისწინებელია აშშ–ს დიდი სურვილი ჰყავდეს მოკავშირე, რომელიც უფრო სანდო იქნება ატომური იარაღის გავრცელების პრევენციის საქმეში, სადაც რუსეთის ნაცვლად იგი ჩინეთს მოიაზრებს ირანის ურანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ფაქტობრივად, აშშ ორ ცეცხლ შუა იმყოფება და პოლიტიკური ფრუჯექთებით ცდილობს კრიტიკული სიტუაციებიდან გამოსვლას, რომელიც ხშირად პარტიზანული ომების ასოციაციას იწვევს და რაც მეტწილად გამიზნულია იმისათვის, რომ მსოფლიო საზოგადოებას შეახსენოს თავისი ზესახელმწიფოებრივი შესაძლებლობები.

 

Monday, February 15, 2010

Здесь будет большая каша!!!


" როდის აღიარებს დასავლეთი საქართველოში ჩატარებულ ეთნოწმენდას?"

ამას წინათ, სწორედ ამ სათაურის მქონე სტატია წავიკითხე და გამახსენდა ერთხელ, მამას მიერ ჩემთვის მონაყოლი ამბავი, რომლის მიხედვითაც ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება აფხაზეთში განხორციელებული ქართველების ეთნოწმენდის შესახებ. ეს მოგონება უკავშირდება მამაჩემის ეთნიკურად აფხაზ მეგობარს, რომელმაც კონფლიქტის დაწყებამდე დაახლოებით 10 წლით ადრე (ნუ მათი საუბრის თემა ეხებოდა ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობას) ცალყბად საუბარში ასეთი ფრაზა გააჟღერა :"Здесь скоро будет большая каша!!!" რა თქმა უნდა, ამის შესახებ ბევრი არ უსაუბრია მას და არ გაუნდვია წინასწარ დაგეგმილი განზრახვა,რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული და აფხაზთა ნაციონალურ საიდუმლოებას წარმოადგენდა იმდროისთვის. თუმცა გამოიჩინა კეთილი ნება და მეგობრული რჩევა მისცა მამას,მთელი ოჯახით დაგვეტოვებინა მომავალი კონფლიქტის ზონა. 

დღესდღეობით ბევრი სტატია იწერება ამ საკითხთან დაკავშირებით,თუმცა მხოლოდ ყვითელ პრესაში და მხოლოდ ე.წ. "ბაგრამიანთა" დაჯგუფების შესახებ, რომლის უკანაც სომხური ლობი იდგა და რუსეთისგან სერიოზული მხარდაჭერით სარგებლობდა. ამ ბოლო დროს რეჟისორებმაც მოიცალეს და დაიწყეს ფილმების გადაღება იმის შესახებ, თუ რა უსამართლო და უთანასწორო ომი იყო,როგორ დაიხოცნენ ცხვრის ფარასავით შეყრილი ახალგაზრდები და ათასი ბლა ბლა ბლა. ბუნებრივია, ყველა ომი უთანასწორო და უსამართლოა იმიტომ რომ იქ ადამიანები იხოცებიან,რომელიმე მხარეს უფრო მეტი ძმები უკვდებათ, ვიღაცეებს უფრო მეტი შვილები, ვიღაცეებს ქმრები და ა. შ. მაგრამ რეალური მიზეზის ძიებას არავინ იწყებს დროულად.

აფხაზეთის კონფლიქტზე გადაღებულ ფილმებში ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას დაძაბულობის გამომწვევ მიზეზებზე და იმაზე თუ როგორ იგეგმებოდა იგი წლობით ადრე მის მოხდენამდე. ამგვარი მასალის შეგროვება, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია და მავანს შეიძლება ეს დღეს უკვე არარეალურად ეჩვენოს, მაგრამ ჩვენთვის ეს აუცილებელია, თუკი საერთოდ რაიმეს მოგვარება და გადაჭრა გვინდა ამ თვალსაზრისით.

ბოლო ფილმი ამ თემაზე, როგორც ყველამ ვიცით, "გაღმა ნაპირია" (რომელიც არ მინახავს და ალბათ არც ვნახავ), რომელშიც აღწერილია პატარა ბიჭის ტრაგიკული ისტორია აფხაზეთის ომის დროს და სიუჟეტი მარტივად ვითარდება მხოლოდ მის ირგვლივ. დანარჩენი ყველა საკითხი იგნორირებულია და უყურადღებოდ არის დატოვებული as usual.

იმედია ეს პოსტი, შემდგომში მის წამკითხველებს და ამ თემით დაინტერესებულ რეჟისორებს და უფრო მეტად დოკუმენტალისტებს გაუღვიძებს ამ პრობლემის შესაბამისად გაშუქების სურვილს, რითაც ძალიან მაგარი საქმე გაკეთდება.

P.S: ვერცერთი ტალიავინის დასკვნა ვერ გვიშველის, თუ თავად ჩვენ არ დავარწმუნეთ მსოფლიო ამაში უფრო მეტი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, რაშიც ლომის წილი სწორედაც რომ კინომ უნდა შეასრულოს. 

Sunday, February 7, 2010

self observation

"განრისხების ჟამს დაკვირვებული გახდით და თქვენ გაოცდებით, აღმოაჩენთ რა, რომ დაკვირვებულობის გამოჩენით რისხვა აორთქლდა, შეუძლებელი გახდა." <ოშო>

ყოველთვის მჯეროდა იმ თეორიის რეალურობის,რომლის მიხედვითაც სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთი ენერგია და რომ მისი დადებით ან უარყოფით ენერგიებად დაყოფის მცდელობა ყველაზე დიდი სისულელეა.სისულელეა იმ მხრივ,რომ იგი ადამიანებს საგრძნობლად ურთულებს ცხოვრებას და უქმნის ხელოვნურ პრობლემებს,რომლის გადაწყვეტაც წარმოუდგენლად მარტივი გზით შეიძლება. აქ მთავარია,ინდივიდმა მოახერხოს ამ ენერგიის მართვა რაციონალური გზით,რომელიც შეაძლებინებს ყოველივე დესტრუქციულის ამოკვეთას მისი პიროვნებიდან და ტრანსფორმაციას უფრო პრაგმატულად სასარგებლოსკენ.
ალბათ ხშირად გსმენიათ ცნობილი ფრაზა იმის შესახებ,რომ აგრესია საუკეთესო განტვირთვის საშუალებაა და რომ გამოვლენილი აგრესია ადამიანს სიმშვიდის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს.ეს ძალიან დიდი ბულშითია ძალიან ბევრ ბულშითს შორის იმ მარტივი მიზეზის გამო,რომ უბრალოდ შეუძლებელია აგრესია ადამიანს სიმშვიდეს ანიჭებდეს.ამ თეორიის სისწორის დანახვა შეიძლება იმ მაგალითიდანაც,რომლის მიხედვითაც ადამიანი დაწყნარებულ გონებაზე გაცილებით რაციონალურ გადაწყვეტილებას იღებს განსხვავებით აგრესიის წარმოქმნის შემთხვევისგან.მართალია,რომ კრიტიკულ მომენტებში გაწონასწორებულობაზე და ბარაკ ობამაზე ფიქრი ძალიან ძნელია,მაგრამ ფაქტია,რომ აგრესიის გავლენით მიღებული შედეგები გაცილებით მეტი აგრესიის გამომწვევია,ვიდრე მის გარეშე. თუ მან მოახერხა დაგროვილი ენერგიის ტრანსფორმირება და რაციოს ფარგლებში მოქცევა წარმოუდგენლად დიდი კმაყოფილების მიღება შეუძლია,რაც გაცილებით დიდი სიამოვნებაა აგრესიასთან შედარებით.ხერხები,რითაც იგი შეძლებს ამ ენერგიის ტრანფორმაციას,რა თქმა უნდა,მკაცრად ინდივიდუალურია და უნდა ესადაგებოდეს ინდივიდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.
რა ენერგიას ასხივებდნენ ბუდა,იესო,ტილოპა?რით იყვნენ ისინი ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებულნი?
მხოლოდ და მხოლოდ იმით,რომ ახდენდნენ ენერგიის რაციონალიზაციას და მართვას გაცნობიერებული გზით.ფაქტობრივად მათ მოახერხეს აგრესიის ნიველირება და სხვა საფეხურზე ასვლა მხოლოდ და მხოლოდ ამის საჭიროებაში გაცნობიერების შემდეგ.(მათ საკუთარი მტრებიც კი შეიყვარეს)ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობების ათვისება ენერგიის სწორი ტრანსფორმაციით არის შესაძლებელი,რომლის უნარის გამომუშავებაც,რაღა თქმა უნდა პიროვნულ სწრაფვაზე და მტკიცე ნებისყოფაზეა დამოკიდებული.

My photos - WAYN.COM

My photos - WAYN.COM

Tuesday, January 26, 2010

მაროშკინას სიმართლით გევლოთ )))



პირველ რიგში ჩემი ნახევრად სახალისო და ნახევრად რავი როგორიც გინდათ ისეთი პოსტი მინდა დავიწყო იმით,რომ საქართველოა ერთადერთი ქვეყანა,სადაც ბომონდი (იააავიცი რამდენადაა ბომონდი)იმიჯს იქმნის იმით,რომ სექსზე საუბრობს "ფსევდანარევი" გულახდილობით))) და "ფსევდანარევადვე" არ აინტერესებს საზოგადოების აზრი.ეჰ როდის განათდები, ან როდის დადგამ სანთელს მაგიდაზე და არა მაგიდის ქვემოთ იმისათვის,რომ ოთახი გაანათო ბედრკულო საქართველოვ ამას ვინ გვეტყვის,მაგრამ ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით,რამაც ყველაზე მეტად მიიქცია ჩემი ყურადღება გადაცემის მსვლელობისას.
ალბათ ესეც წმინდა გრუზინსკი ფენომენია,რომ ადამიანებმა შეიძლება ხათრის გულობიზა(ხათრი ვერ გაგიტეხე,თვარა რავა გაკადრებდიოს პონტში)მისცენ ერთმანეთს.ეს ნამდვილად აღმოჩენაა ჩემთვის,რომ თუ ადამიანი დიდად არ გეპიტნავება და გაკმაყოფილებს ყველა ასპექტში :))),ვიმეორებ:რას! რას! ყველა ასპექტში!,რა დროს კულტურაზე და ხათრი–მათრზე ფიქრის დროა.ნუ მოკლედ აქ ობიექტური ვერ ვიქნები მავან და მავან მიზეზთა გამო,მაგრამ ნიჩიო.მთავარი ისაა,რომ ამ ადამიანმა ეს ჯადოსნური სიტყვები გაახმოვანა და ძალიან მკვლელი მაგალითი მოიყვანა სტუმრობისას მორთმეულ კერძზე თუ რაღაც მაგის მსგავსი bullshit!:((
მისეული stainless steel-ებური ლოგიკა გვარწმუნებს იმაში,რომ კაცს უნდა აგრძნობინო თავი იმაზე მეტად ვიდრე ის არის)))(ნუ ეს ისედაც ეგრე ჰგონიათ,რაც ისედაც გასაგებია)მაგრამ ამ იდეის გამყარება რატომ უნდა ხდებოდეს მდედრების მხრიდან ლოგიკას არ ექვემდებარება იმ თვალსაზრისით,თუ კი გაქ ამბიცია იმისა,რომ უკეთესი მამრი გყავდეს გვერდში)))


რიაავიცი კაცია და გუნებაო,მაროშკინას ფსიქოანალიზი და მოტივაცია ამ ქცევის ასახსნელად ნაკლებად საინტერესოა ჩემთვის,აქ უფრო მნიშვნელოვანია ის მომენტი,რომ მაჯორითი ოფ ზე ვიმინ ინ ჯეორჯია რეალურ მოთხოვნილებებს არ უყენებს თავის პარტნიოროზავრს:))))

P.S. შევეცადე ფოტო ისეთი შემერჩია,სადაც მისი ჩაცმულობა უფრო მიმზიდველი და ჩემ გემოვნებასთან ახლოს იქნებოდა (მარა მაინც შორსაა ეეჰ),ნუ კრუჟევა კრუჟევა არაა რაც მთავარია :))